|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატების განხილვა იწყება

პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარისა და ორ ე.წ. პროფესიონალი წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების მოსმენას იწყებს.

ამ საკითხზე 15 ივლისს, ხუთშაბათს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პრეზიდენტმა პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები წარუდგინა.

რაც შეეხება ცესკოს წევრობაზე წარდგენილ კანდიდატებს, სალომე ზურაბიშვილმა ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს გია ცაცაშვილისა და ლელა ტალიურის კანდიდატურები შესთავაზა, ხოლო კიდევ ერთ ვაკანსიაზე თამარ სართანია და მაია ზარიძე არიან წარდგენილი.

თავის მხრივ, აღნიშნული პირები საკონკურსო კომისიამ შეარჩია.

საბოლოო გადაწყეტილებას კი პარლამენტი, რიგგარეშე სხდომაზე მიიღებს. საარჩევნო კანონმდებლობაში გახორციელებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას 100 ხმა სჭირდება.

იმ შემთხვევაში, თუ 2/3 -ით არჩევა ვერ მოხერხდა, კენჭისყრა კვლავ 2/3-იანი კვორუმით უნდა ჩატარდეს და არჩევა თუ მაინც ვერ მოხერხდა, ამ შემთხვევაში, საჭირო იქნება 3/5 ანუ 90 ხმა. პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები თუ ამ კვორუმითაც ვერ აირჩია, მაშინ არჩევისათვის 76 ხმა საკმარისი იქნება.

ახალი კანონის მიხედვით, თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა