ცესკომ ადგილობრივი არჩევნებისთვის 3 539 259 ლარი გამოყო
ცესკომ ადგილობრივი არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრები გაანაწილა.
2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის 3 539 259 ლარია გამოყოფილი.
ყველაზე მეტი თანხა - 101 632 ლარი ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიისთვის არის გამოყოფილი.
მას მოსდევს ზუგდიდი - 89 705 ლარით;
მე-3 ადგილზე კი საბურთალოა - 86 045 ლარით.
ცნობისთვის, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 63.16%
არა - 36.84%
არ ვიცი - 0%
სულ - 19 ხმა