ცესკომ თბილისისა და დანარჩენი თვითმმართველი ქალაქების მერების არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა
მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები დასრულდა - უკვე დათვლილია ყველა საარჩევნო უბნის (3 061 უბნის) შედეგი. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე results.cec.gov.ge, - ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
„როგორც გუშინდელმა დღემ აჩვენა, მეორედ, ამჯერად უკვე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება წარმატებით განხორციელდა და პირველადი შედეგების გამოცხადება საარჩევნო ადმინისტრაციამ კენჭისყრის დასრულებიდან სულ რაღაც საათსა და 25 წუთში შეძლო.
აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიურ საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესი შეუფერხებლად წარიმართა და არცერთ უბანზე არ გამხდარა საჭირო კენჭისყრის ტრადიციული მეთოდით გაგრძელება.
მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს მათ მიერ განხორციელებული საქმიანობისთვის, არჩევნების მოდერნიზების პროცესში შეტანილი წვლილისთვის და მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის.
აქვე გაგაცნობთ ინფორმაციას საჩივრების შესახებ. ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში შესულია 25 საჩივარი, საჩივრები ძირითადად შეეხება: ფოტოვიდეოგადაღების წესის დარღვევას, კენჭისყრის შენობის მოწყობას, საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლის აღრიცხვას და ა.შ. დეტალური ინფორმაცია საჩივრების შესახებ განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე, საჩივრების რეესტრში.
ასევე შეგახსენებთ, რომ კანონით დადგენილ ვადებში ყოველ საარჩევნო ოლქში გადაითვლება ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევით გამოვლენილი 5 საარჩევნო უბანი, როგორც ტექნოლოგიური, ისე ტრადიციული უბნების შემთხვევაში.
წარმოგიდგენთ დედაქალაქის პროპორციულ შედეგებს, ასევე თბილისისა და დანარჩენი თვითმმართველი ქალაქების მერების არჩევნების წინასწარ შედეგებს", - აცხადებს ცესკო.
თბილისი პროპორციული
პარტიის ნომერი |
პარტიის დასახელება |
შედეგი (რაოდენობა) |
შედეგი (%) |
1 |
„მამული, ენა, სარწმუნოება“ |
3081 |
1.019 |
3 |
„კონსერვატორები საქართველოსთვის“ |
13025 |
4.308 |
5 |
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ |
1770 |
0.585 |
7 |
„თავისუფალი საქართველო“ |
2711 |
0.897 |
8 |
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ |
3255 |
1.077 |
9 |
ძლიერი საქართველო-ლელო |
30050 |
9.938 |
11 |
„საქართველო“ |
977 |
0.323 |
12 |
მწვანეთა პარტია |
1932 |
0.639 |
14 |
„სახალხო ხელისუფლება“ |
803 |
0.266 |
25 |
„გახარია საქართველოსთვის“ |
9673 |
3.199 |
36 |
გირჩი |
23275 |
7.698 |
41 |
ქართული ოცნება |
211814 |
70.052 |
თბილისი მერი
პარტიის ნომერი |
პარტიის დასახელება/კანდიდატი |
შედეგი (რაოდენობა) |
შედეგი (%) |
1 |
თეიმურაზ ბოკელავაძე „მამული, ენა, სარწმუნოება“ |
2364 |
0.787 |
3 |
ზურაბ მახარაძე „კონსერვატორები საქართველოსთვის“ |
12311 |
4.099 |
7 |
კახა კუკავა „თავისუფალი საქართველო“ |
4401 |
1.465 |
8 |
ოთარ ჭითანავა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ |
2678 |
0.892 |
9 |
ირაკლი კუპრაძე ძლიერი საქართველო-ლელო |
36863 |
12.274 |
11 |
გიორგი ლილუაშვილი „საქართველო“ |
1357 |
0.452 |
12 |
გიორგი გაჩეჩილაძე მწვანეთა პარტია |
2353 |
0.783 |
36 |
იაგო ხვიჩია გირჩი |
22935 |
7.636 |
41 |
კახა კალაძე ქართული ოცნება |
215083 |
71.612 |
რუსთავი მერი
პარტიის ნომერი |
პარტიის დასახელება/კანდიდატი |
შედეგი (რაოდენობა) |
შედეგი (%) |
25 |
თამარ კეკენაძე „გახარია საქართველოსთვის“ |
2730 |
8.028 |
41 |
ნინო ლაცაბიძე ქართული ოცნება |
31276 |
91.972 |
ქუთაისი მერი
პარტიის ნომერი |
პარტიის დასახელება/კანდიდატი |
შედეგი (რაოდენობა) |
შედეგი (%) |
11 |
გიორგი ამაღლობელი „საქართველო“ |
2767 |
6.276 |
25 |
პაატა ზაქარეიშვილი „გახარია საქართველოსთვის“ |
3544 |
8.038 |
41 |
დავითი ერემეიშვილი ქართული ოცნება |
37779 |
85.686 |
ფოთი მერი
პარტიის ნომერი |
პარტიის დასახელება/კანდიდატი |
შედეგი (რაოდენობა) |
შედეგი (%) |
41 |
ბექა ვაჭარაძე ქართული ოცნება |
14545 |
100 |
ბათუმი მერი
პარტიის ნომერი |
პარტიის დასახელება/კანდიდატი |
შედეგი (რაოდენობა) |
შედეგი (%) |
1 |
თამარ მიქელაძე „მამული, ენა, სარწმუნოება“ |
1246 |
2.343 |
5 |
ზვიად კვირიკაძე „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ |
2251 |
4.234 |
25 |
გოჩა გუგუნავა „გახარია საქართველოსთვის“ |
5505 |
10.353 |
41 |
გიორგი ცინცაძე ქართული ოცნება |
42876 |
80.638 |
42 |
კახაბერ ცისკარიძე დამოუკიდებელი |
1293 |
2.432 |
ავტორი: