ცესკოს პირველადი მონაცემებით, 20 მუნიციპალიტეტიდან 19-ში ქართული ოცნება იმარჯვებს
მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების - II ტურზე, ცესკოს პირველადი მონაცემებით, თვითმმართველ ქალაქებში - ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი და ფოთი მმართველი პარტიის კანდიდატები იგებენ.
ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსთავში, 88 უბნიდან ყველაა დათვლილი და შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა - „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე 53,717%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე 46,283%.
ასევე დათვლილია ქუთაისში 124 უბნიდან დათვლილია 124 უბანი. საარჩევნო უბანი. „ქართული ოცნების“ კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილს 51,643 %, ხოლო ხატია დეკანოიძეს 48.357 % აქვს.
რაც შეეხება ბათუმს, ბათუმში, 105 უბნიდან დათვლილია 105 უბანი. „ქართული ოცნების“ კანდიდატს არჩილ ჩიქოვანს ხმების 51,018% აქვს, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატს გიორგი კირთაძეს მხარი ამომრჩევლის 48,982%-მა დაუჭირა.
ფოთში 33-ვე უბანია დათვლილი და პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირადაა გადანაწილებული - „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ბექა ვაჭარაძეს 57,35%, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატს გიორგი უგულავას - 42,65% აქვს.
რაც შეეხება თვითმმათველ ქალაქებს 14 თვითმმართველ თემში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო ერთ თემში - წალენჯიხაში, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მოიგო.
ცესკოს მონაცემებით, ყველა თვითმმართველი თემის ყველა უბანი დათვლილია და წინასწარი მონაცემები ასე ნაწილდება:
თელავში 55-ვე უბანის დათვლის შედეგად „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლევან ანდრიაშვილმა გაიმარჯვა - 56,899%-ით, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“, კანდიდატს გიორგი ბოტკოველს - 43,101% აქვს.
ასევე დათვლილია თიანეთში 21-ვე საარჩევნო უბანი. აქ „ქართული ოცნების“ კანდიდატს ლევან წიკლაურს - 54,826% აქვს, ხოლო „თამაზ მეჭიაური -ერთიანი საქართველოსთის“ კლანდიდატს- თამაზ მეჭიაურს - 45,174%.
ქარელშიც 40-ვე უბანია დათვლილი. აქ „ქართული ოცნების“ კანდიდატს ზაზა გულიაშვილს 56,73%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ნიკოლოზ ახალკაცს 43,26% აქვს.
ხაშურში 53-ვე საარჩევნო უბანია დათვლილი და „ქართული ოცნების“ კანდიდატს თენგიზ ჩიტიაშვილს 59,82% აქვს, ხოლო ნაციონალური მოძრაბის“ კანდიდატს იოსებ ბუაძეს 40,918%.
ასეევე სრულად არის დათვლილი ცაგერში 42-ვე საარჩევნო უბანი. აქაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ნემსაძე ლიდერობს - 62,873%-ით, ხოლო მის კონკურენტს „გახარია - საქართველოსთის“ პარტიის კანდიდატს, ბესარიონ ბენდელიანს - 37,127% აქვს.
ბაღდათში 31 უბნიდან დათვლილია ყველა - „ქართული ოქნების“ კანდიდატს კახა ენუქიძეს 60, 693%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გიორგი რობაქიძეს 39,307%.
წყალტუბოშიც (69 უბანი) „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გენადი ბალანჩივაძემ გაიმარჯვა 57,167%-ით, ხოლო მის კონკურენტს „ნაციონალური მოძრაობიდან“, ზაზა მეტრეველს 42,833% აქვს.
ოზურგეთში 63 -ივე უბნის მონაცემები შემდეგნაირად გადანაწილდა - „ქართული ოცნების კანდიდატმა“ ავთანდილ თალაკვაძეს ხმა 55,409%-მა ხოლო კონსტანტინე შარაშენიძეს 44.591%-მა მისცა.
სენაკში სრულად დათვლილია 44 უბანი და შედეგად „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ვახტანგ გადელიას 53,078%, ხოლო ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, კობა ნაყოფიას - 46,922% აქვს.
მარტვილში 40 -ვე უბნის დათვლის შედეგად, „ქართული ოცნების“ კანდიდატს თორნიკე ჯანაშიას 51,845% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს თეიმურაზ ჯანაშიას 48,155%.
ხობში (33 უბანი) „ქართული ოცნების კანდიდატს დავით ბუკიას 56,78% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ბესიკ შენგელიას 43,22%.
ზუგდიდში 109-ვე უბანი დათვლილია და აქაც„ქართული ოცნების“ კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ გაიმარჯვა. პირველადი მონაცემებით, წოწერიას 51,63% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს - ანზორ მელიას 48,36%.
წალენჯიხაში ყველა უბნის მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი ხარჩილავამ მმართველი გუნდის კანდიდატს მოუგო. ეს ერთადერთი თვითმმართველი თემია, სადაც ოპოზიციის კანდიდატ იმარჯვებს, რაც შეეხება კონკრეტულ პროცენტულ მაჩვენებლებს, ის შემდეგნაირად გადანაწილდა - გიორგი ხარჩილავას 51.107% აქვს, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატს, გოგა გულორდავას 48,893%.
ჩხოროწყუში (28 უბანი) „ქართული ოცნების“ კანდიდატმა დათო გოგუამ ხმების 50,88%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ბადრი ქარჩავამ - 49,11% მიიღო.
ხელვაჩაურშიც (47 უბანი) „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაზა დიასამიძემ გაიმარჯვა, მას 55,007%-ით, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მიშა ბოლქვაძეს 44,993% აქვს.
ავტორი: ნიუპრესი