|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცესკოს სხდომაზე გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აჯამებენ,  „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს "შავი ლაქა" უწოდა და შავი საღებავი შეასხა.

დაპირისპირება მოჰყვა არჩევნებთან დაკავშირებით კირთაძის განცხადებას, სადაც მან კალანდარიშვილს „ტოჩკა რუ“ უწოდა და რომლის შემდეგაც რეგლამენტით გათვალისწინებული დროის გასვლის მიზეზით მას მიკროფონი გაუთიშეს.

თავდაპირველად კირთაძემ კალანდარიშვილს მიმართა, მიკროფონი ჩაერთო, რათა განცხადება დაესრულებინა, რაზეც თავმჯდომარემ უარი უთხრა და მიზეზად რეგლამენტი დაასახელა.

კირთაძემ კალანდარიშვილს მიმართა შემდეგი სიტყვებით: „შენ ხარ სირცხვილი, ჩვენი ქვეყნის სირცხვილი. შენ ხარ შავი ლაქა“.

რის შემდეგაც ოპოზიციონერმა მას შავი საღებავი შეასხა.

 ცესკოს შენობის გარეთ კი ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლები არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა