|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილის არჩევას გაეწია რეკომენდაცია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე იურდიულ საკითხთა კომიტეტმა, 10 ხმით გიორგი კალანდარიშვილის არჩევას გაუწია რეკომენდაცია.  მეორე კანდიდატურას, გიორგი სანტურიანს მხარი  მხოლოდ კომიტეტის 4-მა წევრმა დაუჭირა.

 კომიტეტმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე, 10 ხმით, გია ცაცაშვილის, ხოლო მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე, ასევე 10 ხმით, მაია ზარიძის კანდიდატურების არჩევას გაუწია რეკომენდაცია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობზე გია ცაცაშვილთან ერთად წარმოდგენილი იყო ლელა ტალიურის, კანდიდატურა, რომელსაც მხარი დაუჭირა კომიტეტის 3-მა წევრმა, ხოლო მაია ზარიძესთან ერთად წარმოდგენილ თამარ სართანიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა კომიტეტის 3-მა წევრმა, ხოლო ერთი წევრი წინააღმდეგი იყო. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით,  საკითხი უკვე განიხილება პლენარულ სხდომაზე, სადაც კენჭისყრაზე დადგებიან ასევე ის კანდიდატურებიც, ვისაც კომიტეტის მხრიდან რეკომენდაცია არ გაეწია.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა