|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩამოვა და დავიჭერთ, ვინც ხელს შეუშლის, იმასაც დავიჭერთ - ღარიბაშვილი სააკაშვილზე

 ჩამოვა და დავიჭერთ, ვინც ხელს შეუშლის, იმასაც დავიჭერთ, - ამის შესახებ  განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესამე პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად.

 "ბავშვი არ დაბადებულა და სახელს არქმევდნენო, ჩამოვიდეს ჯერ ეს კაცი, თუ ჩამოვა და დავიჭერთ, ვინც ხელს შეუშლის,  იმასაც დავიჭერთ" - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

 მისი თქმით, სააკაშვილის დაკავებისათვის 10 გამოცდილი პოლიციელი საკმარისია. 

ღარიბაშვილი ასევე აცხადებს, რომ სამოქალაქო დაპირისპირება არ დაუანონსებია და დაპირისპირების დაანონსებაში ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს.

"სამოქალაქო დაპირისპირება დააანონსეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა,როცა თქვეს, რომ ხელს შეუშლიან სააკაშვილის დაკავებას. მე, ზოგადად, ვთქვი, რომ ოპოზიციას არ შეუძლია საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებაც კი. პიკის დროს, როცაა კულმინაციური მომენტი იყო ივლისის თვეში, მათ 5 ათასზე მეტი მხარდამჭერის მობილიზება ვერ შეძლეს. ამის საპასუხოდ მე ვთქვით, რომ ქართულ ოცნებას მხარდამჭერების მობილიზება შეგვიძლია ერთ საათში და მინიმუმ 100 ათასი ჩვენი მხარდამჭერის მშვიდობიანი დემონსტრაცია შეგვიძლია განვახორციელოთ. სააკაშვილს არ სჭირდება 100 ათასი კაცი, სააკაშვილს სჭირდება ათი გამოცდილი პოლიციელი, რომელიც მას დააკავებს", - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, არჩევნების დღეს, 2 ოქტომბერს ღამის საათებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიევიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დედასთან,  გიული ალასანიასთან ერთად ჩამოდის. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა