"ჩემი განცხადება არასწორად გაიგეს" - მეუფე იოანე საკუთარ ნათქვამს განმარტავს
მეუფე იოანემ საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით მოგვიანებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, მისი განცხადება არასწორად გაიგეს და პანაშვიდის გადახდას და საფლავებზე გასვლას არა ამ სამშაბათს, არამედ მომდევნო კვირაში, 28 აპრილს გეგმავს.
"წმინდა შვიდეულში ეკლესია არ იხდის პანაშვიდებს, პანაშვიდს იხდის კვირაცხოვლობის სამშაბათს. ის, რომ საქართველოში აღდგომის შემდეგ ორშაბათს ხალხი გადის საფლავებზე, ეს არის ადგილობრივი მოვლენა. რადგან ხელისუფლებამ დაადგინა რეგულაცია, რომ 21 აპრილის ჩათვლით თავი შეიკავონ სასაფლაოებზე გასვლისგან, ეს არ ეწინააღმდეგება საეკლესიო კანონებს. ჩვენ ვამბობთ, კვირაცხოვლობის სამშაბათს, ანუ 28 აპრილს. ვფიქრობ, რომ აქ შეზღუდვა არ უნდა იყოს. ყველა შემთხვევაში, ეკლესიაში იქნება პანაშვიდი გადახდილი და ვისაც აქვს სურვილი, რომ მოიხსენიოს, მოვა ეკლესიაში. ეკლესია არ კრძალავს გასვლას სასაფლაოზე, დაველოდოთ, ხელისუფლება ზრუნავს ჩვენი უსაფრთოებისთვის. ახალი რეგულაციები თუ რამე იქნება, ჩვენ გავიგებთ"-ნათქვამია მეუფე იოანეს ვიდეო მიმართვაში.
ცნობისთვის, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ განაცხადა, რომ 21 აპრილს, სამშაბათს ტაძარში პანაშვიდი ჩატარდება და, შესაძლოა, სასაფლაოზეც გავიდნენ.
შეგახსენებთ, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე შეზღუდვა 21 აპრილამდე დაწესდა, რაც შეეხება საფლავებზე გასვლას, აკრძალვა 10 დღითაა გამოცხადებული.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა