|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, ჭიათურაში გაზიფიცირების პრობლემა სრულად მოიხსნება [R]

,,ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში ჭიათურაში გაზიფიცირების პრობლემა სრულად მოიხსნება. ბუნებრივი აირი ექნება ყველა სოფელს და ყველა ოჯახს’’-ეს განცხადება ჭიათურის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა პაატა ნადირაძემ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გააკეთა.

ჭიათურის მერობის კანდიდატი დღეს ვაჭევის თემის მოსახლეობას შეხვდა და წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. ასევე, მათთან ერთად იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელიც 4 წლის მანძილზე უნდა განხორციელდეს. პაატა ნადირაძეს ამომრჩევლებმა სოფლებში არსებული პრობლემები გააცნეს და იმედი გამოთქვეს, რომ კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში მათი მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება. ჭიათურის მერობის კანდიდატმა მოსახლეობას საინფორმაციო ბროშურები დაურიგა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა