|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სამი მიცვალებული შვილის ფოტოს ქუჩაში არ გამოვიტან"

ქუთაისში მცხოვრები მაკა კოხრეიძე იპოთეკარ რუსუდან ჭეფხოძეს უპირისპირდება. როგორც  კოხრეიძე „ნიუპრესთან“ საუბარში აცხადებს,  ის იპოთეკარმა  ხელშეკრულების გაფორმებისას მოატყუა. მისი თქმით, მსესხებელისგან  16 ათასი დოლარი ისესხა, ხელშეკრულებაში კი,  20 ათასი დოლარი წერია.

იპოთეკარი კოხრეიძეს სახლის დატოვებისაკენ მოუწოდებს. დაპირისპირებულ მხარეებს შორის დავამ სასამართლოში გადაინაცვლა. მაკა კოხრეიძეს თანხა შვილების ჯანმრთელობის გაუარების გამო დასჭირდა. მას სამი ბიჭი დაუდგენელი დიაგნოზით გარდაეცვალა.

„ჩემი შვილების ჯანმრთელობის და მათი დაკრძალვის გამო დამიგროვდა ვალები, რის გამოც სახლის დაიპოთეკება გახდა საჭირო. კერძო იპოთეკარისგან,  რუსუდან  ჭეფხოძისგან 16 ათასი დოლარი ვისესხეთ. ხელშეკრულების გაფორმება მისი ინიციატივით დაჩქარებულად მოხდა,  საჯარო რეესტრში კონსულტანტს კითხვების დასმაც არ აცადა. ხელი ისე მოგვაწერინა, აზრზეც ვერ მოვედით, რომ წაგვეკითხა, რა ეწერა შიგნით. ხელშეკრულება მისი ნათესავის სახელზე გაფორმდა, მან მომცა 15 ათასი დოლარი, 16-ის ნაცვლად, დანარჩენი  შუამდგომლობისთვის წაიღო. აზრადაც არ მომივიდოდა 63 წლის ქალბატონი ასეთ მაქინაციებს თუ ჩაიდენდა. ხელშეკრულების გაფორმებისას, პატარა ბავშვივით წიკვინებდა,  ჩქარა ცუდად ვარ, მეჩქარება, ექიმი მელოდებაო, დააჩქარებინა პროცესები.  კითხვებით რომ მივმართე, ხმამაღალი ტონით მიპასუხა, რომ თუ რამეში ეჭვი გეპარება, ახლავეს გავაუქმებ ხელშეკრულებასო. ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ხმას ვეღარ იღებ, როდესაც თანხა ასე ძალიან გჭირდება,   შემეშნიდა რომ მართლა არ ჩაშლილიყო საქმე, ამიტომ აღარაფერი მითქვამს. წინასწარ გადავიხადეთ ერთი თვის თანხა. შემდეგ ყოველ 30 რიცხვში უნდა გადამეხადა პროცენტი, ეს ქალბატონი მირეკავს 25-ში და მეუბნება,  რას აპირებ თანხა  არ მოგაქვსო. მე ვუთხარი რომ 30-ში მაქვს თანხა მისაცემი და ამაზე გადაირია, შენ ეს როგორ მაკადრეო.  მეთქი არაფერი ცუდი არ მიკადრებია 30-ში მაქვს მოსაცემი თანხა და მოგცემთქო და ისიც ვუთხარი თუ რაიმე პრობლემაა თანხის ნაწლი  მაქვს და ახლა მოგაწვდით ნაწილს კი 30-ში გადავიხდითქო. ძალიან შეურაცხყოფილად  იგრძნო თავი რომ ნაადრევად არ მივეცი პროცენტის თანხა და ამაზე ააგორა მთელი უბედურება. დამიწყო ხმამაღალი საუბრები თურმე როგორ გავბედე და შევეპასუხე დაიწყო მუქარა რომ ხელშეკრულებას გამიუქმებდა, მოკლედ ამის შემდეგ დავურეკე ადვოკატს ვუამბე ამის შესახებ და ხელშეკრულების ნახვა მოითხოვა, მე ხელშეკრულების ასლიც  კი არ მქონდა,   საჯარო  რეესტრიდან  ამოვიღეთ ხელშეკრულების ასლი და რომ წავიკითხე,  ლამის გული გამისკდა. 16 ათასის ნაცვლად ხელშეკრულებაში 20 ათასი ლარი წერია“,- განაცხადა კოხრეიძემ.

სარჩელი სასამართლოში რუსუდან ჭეფხოძემ შეიტანა. ის მოითხოვს სახლის მის საკუთრებაში გადაცემას.  

„სახლი ჩემი სამი მიცვალებული შვილების ფოტოებით მაქვს აჭრელებული. არავითარ შემთხვევაში არ დავთმობ, იმიტომ კი არა რომ თანხის გადახდა არ მინდა. ჩვენ პროცენტებს ჩვეულებრივად ვიხდიდით, კარგად ვიცი, რომ არავინ არაფერს გაჩუქებს. რა მიზანი აქვს არ ვიცი, მაგრამ ჩემი სამი შვილის სურათს ქუჩაში არ გამოვიტან “,-ამბობს კოხრეიძე.

საწინააღმდეგოს აცხადებს რუსუდან ჭეფხოძე. მისი თქმით, ის თავის ფულს და 4 თვის პროცენტს ოთხოვს.

"თუ არასწორად იყო შედგენილი ხელშეკრულება, ამდენ ხანს სად იყო, ან  ამან  შეუშლა ხელი 4 თვის პროცენტი გადაეხადა? მე ვითხოვ ჩემს  ფულს და პროცენტს"-აცხადებს ჭეფხოძე. 

საქმეს საქალაქო სასამართლო 22 ივნისს განიხილავს. მაკა კოხრეიძის ინტერესებს თბილისისი იურიდიული დახმარეს ბიუროს იურისტები, ლევან ჭელიძე და გიორგი ტატიშვილი დაიცავენ.

 

ამ თემაზე:

ქუთაისში მომხდარ თაღლითობის საქმეს ოზურგეთის სასამართლო განიხილავს

  

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა