გვამის დანაწევრება უნდოდათ - რას ყვება ქუთაისში მოკლული გოგოს დედა
რამდენიმე დღის წინ, ქუთაისში 30 წლის ელენე ჩეჩელაშვილის სასტიკი მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება.
როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის მეზობელი 45 წლის ბიკე კასიმოვა დააკევეს.
მისი ნაამბობის არ სჯერათ ელენე ჩეჩელაშვილის ახლობლებს. მათი თქმით, ელენეს შეყვარებული ჰყავდა და რამდენიმე დღეში დაოჯახებას აპირებდა.
რაც შეეხება ახალ გარემოებას, გარდაცვლილის დედის თქმით, ბრალდებულ ბიკე კასიმოვას და მის მეუღლეს გვამის დანაწევრება ჰქონდათ დაგეგმილი.
„დანა ორჯერ აქვს ჩარტყმული უკან, ბეჭთან. მერე ალბათ შემობრუნდა და წინ სულ დაჩეხილია. ხელები სულ დასერილი აქვს. იმ დროს ის ქალი შეიძლება მარტო იყო, მერე მივიდა გაგა გვანცელაძე, მისი ქმარი. ჩავიდნენ, ხელები დაიბანეს, სისხლი მოიშორეს. 15-10 წუთის შემდეგ მომზადებული ჰქონდათ ცელოფნები, რომ გვამი დაენაწევრებინათ და გამოეტანათ. ჩემი ხელებით დავბანე, ჩემი შვილი სასტიკი მეთოდით არის მოკლული. ვბანდი ცხედარს და თან ვეფერებოდი, თან ჭრილობებს ვითვლიდი. სხეულის სხვადასხვა ნაწილში ყველგან დანა ჰქონდა ჩარტყმული. ასევე ყელი ჰქონდა გამოჭრილი“, – ყვება ელენე ჩეჩელაშვილის დედა, ქალბატონი თამილა.
წყარო : ჟურნალი "სარკე"
ავტორი: ნიუპრესი