"ჩვენ არ ვაპირებთ საყოველთაო ჯანდაცვის შეჩერებას, რადაგან ეს არის მოსახლეობის დაკვეთა" (R)
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გრიგოლ ლილუაშვილი, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგენკოსთან ერთად ხონსა და ვანში ადგილობრივ მოსახლეობას და ექიმებს შეხვდა. მინისტრმა და კანდიდატმა ჯანდაცვის სფეროში 2012 წლიდან დღემდე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს ის პრობლემები, რომელიც რეგიონებშია დაგეგმილი. „ ჩვენ არ ვაპირებთ საყოველთაო ჯანდაცვის შეჩერებას, რადაგან ეს არის მოსახლეობის დაკვეთა. იმისთვის, რომ დაწყებული პროგრამები განვითარდეს აუცილებელია თქვენი მხარდაჭერა და არჩევნებზე მისვლა, სადაც თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ვინ დარჩეს და ვინ წავიდეს.“–აღნიშნა „ქართულინ ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა ექიმებთან გამართულ შეხვედრაზე.
ავტორი: ნიუპრესი