ჩვენ დიახაც, ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის ფარგლებში - ღარიბაშვილი
ჩვენ დიახაც, ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის მიხედვით და კანონის ფარგლებშია- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, კრიტიკული მედიის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერები ფაბრიკაციაა და ამ საკითხზე მეტი განმარტების გაკეთება არ სურს.
"თქვენ თუ მხედველობაში გაქვთ ის ფაბრიკაცია, რომელიც ,,მთავარი არხმა" და ,,TV პირველმა" გაავრცელეთ, ამის თაობაზე მე უკვე გავაკეთე ერთხელ კომენტარი, მეორედ აღარ ვაპირებ. ეს არის ფაბრიკაცია, პირდაპირი შეთქმულება და შეტევა ეკლესიაზე, სახელმწიფოზე.
რაც შეეხება მოსმენებს, მოსმენები ყველა ქვეყანაში ხორციელდება, კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა, მათ შორის, ჩვენი სახელმწიფოც არ არის გამონაკლისი. ჩვენ დიახაც, ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის მიხედვით და კანონის ფარგლებში", -განაცხადა ღარიბაშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი