|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ჩვენ ერთნი ვართ“ - ცოტნე ზურაბიანმა მემორიალი გვირგვინით შეამკო (R)

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს წყალტუბოს ოფისმა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ცოტნე ზურაბიანმა აფხაზერთის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და დიდების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

"9 წლის ვიყავი, როდესაც სოხუმი ცეცხლში გაეხვია. მახსოვს დედის ემოცა, დების სახეები... მახსოვს როგორ დამძიმდა განწყობა ჩემს სახლში. მახსოვს, დედას სიტყვები "სოხუმი ქართველებისგან იცლება". ამ სიტყვების სიმწვავეს მაშინ ასე ძლიერად ვერ ვგრძნობდი. მხოლოდ დედაზე და დებზე ვდარდობდი, რომლებიც ძალიან დაღონებულები იყვნენ. საქართველოს უახლოეს ისტორიაში 27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. ეს დღე ჩვენთვის ასევე არის ხსოვნისა და იმედის დღე. მე მჯერა, მალე დადგება დრო, როდესაც ენგურსაქეთა და ენგურსიქეთა საქართველოს შორის დათესილი მტრობა მალე კლვავ კარგ მეგობრობაში გადაიზრდება. ჩვენ ერთნი ვართ და საქართველო ჩვენი ქვეყანაა" - ამბობს ცოტნე ზურაბიანი.

კანდიდატი მომდევნო 2 დღის განმავლობაში ვეტერანებთან შეხვედრებს გამართავს.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. ტრაგიკულ მოვლენებს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 300 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე საკუთარ ქვეყანაში დევნილი გახდა.

ავტორი: ნიუპრესი