ჩვენ გვაქვს პროტესტის უფლება - "ყვითელი ჟილეტები" აქციებს აგრძელებენ [PHOTO]
საფრანგეთის ქალაქებში გუშინ კვლავ გაიმართა ყვითელი ჟილეტების აქცია - მანიფესტაცია. მათი განცხადებით, ისინი უკან დახევას არ აპირებენ, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს.
"ჩვენ გვაქვს პროტესტის უფლება, არ მოგვისმენენ? გავაგრძელებთ იმ დრომდე, ვიდრე არ მოგვისმენენ" - განაცხადა აქციის ერთ ერთმა ორგანიზატორმა ჟერომ როდრიგესმა.
აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.
ყვითელი ჟილეტების აქცია ნოემბრის შემდეგ ყოველ შაბათს იმართება. ეს იყო რიგით მეთოთხმეტე გამოსვლა. ორგანიზატორები გეგმავენ, რომ აქციები კვირა დღესაც გამართონ.
ეკა ლელაძე პარიზიდან
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა