ჩვენ გვახსოვს 20 ივნისი- ქუთაისში აქცია მსვლელობა გაიმართა
ჩვენ გვახსოვს 20 ივნისი-აქცია მსვლელობა ქუთაისში. პოლიტიკური პარტიის წევრები და მხარდამჭერები მესხიშვილის თეატრთან შეიკრიბნენ და 20 ივნისის მოვლენები კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. მათი თქმით, ე.წ. გავრილოვის ღამის ერთი წლის თავზე ვერ მიიღეს შედეგი, რის გამოც შეიკრიბნენ, ამიტომ ცდილობენ დემონსტრაციით გამოხატონ პროტესტი ხელისუფლების წინ წინააღმდეგ, რომლის რეჟიმიც არის სისხლიანი.
აქციის მონაწილეებმა მსვლელობით აგვისტოს ომის მემორიალთან გადაინაცვლეს.
"ერთი წელი გავიდა სისხლიანი ღამიდან, თუმცა შედეგი არ არის მიღწეული და არ არიან დამნაშავეები დასჯილი. ამიტომ დემონსტრაციულად შევიკრიბეთ, რომ გავაპროტესტოთ ის, რაც მოხდა 20 ივნისს. ხელისუფლების მმართველობა არის სისხლიანი და მათ ოკუპანტის გამო დასაჯეს ახალგაზრდები"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი