" ჩვენ ის ხალხი ვართ, რომლებსაც არ გვითამაშია პოლიტიკური თამაშები",-გრიგოლ (გია) ბახტაძე (R)
ქუთაისში „პატრიოტთა ალიანსის“ # 48 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი გრიგოლ(გია) ბახტაძე, ერისთავის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა არსებულ პრობლემებზე და პარტიის უპირატესობებზე ისაუბრა. მისი თქით, შეხვედრების მიზანი არის ის რომ, მოსახლეობას საქართელოსადმი სიყვარულის გრძნობა გაუღვიძოს.
„ჩემი შეხვედრების მიზანი არის ის, რომ მოსახლეობას გავუღვიძო საქართველოსადმი სიყვარულის გრძნობა, რასაც ქვია ქართული და ეროვნული. თუ ხელისუფლებაში არ მოვიდა ეროვნული ძალა, რომელაც აქვს სურვილი ამ ქვეყნის პრობლემების მოგვარების, არაფერს აზრი არ ექნება. მე მოსახლეობას ვერ დავპირდები პენსიების მატებას, ცალსახად ვერც ხელფასების ზრდას. ვინაიდან ხალხს აღარავის სჯერა, თუმცა მე მათ ვეუბნები მთავარს,რომ ჩვენ ვართ ის ხალხი, რომლებმაც ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარე დავამტკიცეთ, რომ გვიყვარს ჩვენი სამშობლო. ჩვენ ის ხალხი ვართ, რომლებსაც არ გვითამაშია არავითარი პოლიტიკური თამაში, ჩვენ ის ხალხი ვართ,რომლებსაც ფუჭი დაპირებები არ გაგვიცია. აქედან გამომდინარე უნდა გქონდეთ იმედი, რომ ჩვენ რასაც ვიტყვით იმას გავაკეთებთ“,- განაცხადა გრიგოლ (გია) ბახტაძემ.
„პატრიოტთა ალიანსის“ # 48 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას მოუწოდებს მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და მხარი დაუჭირონ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც იმსახურებს მათ ნდობას.
„მე არ გეუბნებით, რომ მხარი დამიჭიროთ. უბრალოდ მიდით არჩევნებზე, რათა ბოროტად არ გამოიყენონ თქვენი ხმა. ქუთაისი არ არის იმდენად დიდი ქალაქი,რომ ვერ გავიგოთ ვინ როგორი ცხოვრებით ცხოვრობს. 25 წლის წინ როდესაც არეულობა მოხდა საქართველოში, მე ვიყავი ქუთაისში "მრგვალი მაგიდიდან" საკრებულოს სპორტის და განათლების კომიტეტის თამჯდომარე. როდესაც უსამართლობა დავინახე, ჩემი ნებით დავწერე განცხადება და თანამდებობა დავტოვე. დღეს საქართველოს სჭირდება გადარჩენა, თუ ჯერ კიდევ დაგვიანებული არ არის. ჩვენ არ გვჭირდება გაუგებარი რეკლამები დასავლეთიდან, ქალისა და მამაკაცის თანასწორობა. ქართველ კაცს არ ესწავლება კაცობა, არც ქართველ ქალს ესწავლება ქალობა. ამიტომ გვჭირდება ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ეროვნულ, ქართულ ღირებულებებს დაიცავს“,- განაცხადა ბახტაძემ.
მოსახლეობამ „პატრიოტთა ალიანსის“ # 48 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის გრიგოლ (გია) ბახტაძის შეხვედრა დადებითად შეაფასეს.
"მომეწონა ძალიან მისი გამოსვლა, ლოგიკური საუბარი ქონდა, მისი გულახდილი საუბარი მომეწონა, რაც ვფიქრობ, რომ ყველაზე დასაფასებელია",- განაცხადა ერისთავის ქუჩის მცხოვრებელმა მაიკო დვალიშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი