,,ჩვენ მოგვაკლეს პროცენტები და თანაბრად გადაუნაწილეს "ნაცმოძრაობას" და გახარიას პარტიას“-ირაკლი კობახიძე
,,ჩვენ მოგვაკლეს პროცენტები და თანაბრად გადაუნაწილეს "ნაცმოძრაობას" და გახარიას პარტიას“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, კვლევის მონაცემები, საბოლოო ჯამში, ყოველთვის აცდენილი იყო არჩევნების შედეგებს.
"კვლევის მონაცემები, საბოლოო ჯამში, ყოველთვის აცდენილი იყო არჩევნების შედეგებს. როგორც წესი, ჩვენ პროცენტს გვაკლებდნენ და ეს პროცენტები ეწერებოდა “ნაციონალურ მოძრაობას"
ამ შემთხვევაში, ყველაზე მეტად საინტერესოა, რომ ჩვენ მოგვაკლეს ეს პროცენტები, მაგრამ გადაუნაწილეს არა "ნაცმოძრაობას", არამედ თანაბრად გადაუნაწილეს "ნაცმოძრაობასა" და გახარიას პარტიას. აქედან ძალიან მარტივი რამ იკითხება, დასტურდება ჩვენს მიერ არაერთგზის ნათქვამი, რომ გახარია, რეალურად, არის „ნაცმოძრაობის“ პროექტი, მათ მიზანია პიარულად რაც შეიძლება წინ წამოწიონ ეს პარტია", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ცნობისთვის, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს გამოკითხულთა 26% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% -„ნაციონალურ მოძრაობას“, 9 % კი გიორგი გახარიას პარტიას.
რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, შეკითხვაზე: რომელ პარტიას მისცემდით ხმას მომავალ კვირას რომ მუნიციპალური არჩევნები ტარდებოდეს, ხმები ასე გადანაწილდა: "შრომის პარტია - შალვა ნათელაშვილი" -3%; "გირჩი, მეტი თავისუფლება -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე" - 2%; "სტრატეგია აღმაშენებელი" - გიორგი ვაშაძე - 2%; "ლელო - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე" - 2%, "პატრიოტთა ალიანსი" - 2%; "მოქალაქეები" - 2%; "ერი- ლევან ვასაძე" - 1%; "ევროპული საქართველო - გიგა ბოკერია" - 1%; "ხალხისთვის - ანა დოლიძე" - 1%; "დროა" - ელენე ხოშტარია 1 %; "გირჩი" - 1%; სხვა პარტიები - 1%. პასუხი "არ ვიცი" აირჩია - 20%-მა, პასუხზე უარი განაცხადა -7 %-მა.
ipn.ge
ავტორი: ნიუპრესი