„ჩვენ ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს" (R)
„ჩვენ ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, ყველას მიეცეს შესაძლებლობა, რომ არჩევნები ჩაატაროს მშვიდ და თავისუფალ გარემოში, ყველანაირი ზეწოლისა და ხელშეშლის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტ კნუტ ფლეკენშტაინთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„კნუტ ფლეკენშტაინი ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობარი და მხარდამჭერია. ევროპელი „სოციალისტების“ პარტია „ქართული ოცნების“ პარტნიორია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა. სამომავლოდ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ვგეგმავთ, რაც კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ჩვენს ქვეყანას ევროპასთან დაახლოების გზაზე. თქვენ იცით, რომ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ და დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან მალე საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროპაში მოგზაურობას ვიზების გარეშე და ამ მიმართულებით მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „სოციალისტებსა“ და „დემოკრატებს“ მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მალე გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოქალაქეები ვიზების გარეშე იმოგზაურებენ ევროპულ ქვეყნებში“, - განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. კახა კალაძის თქმით, კნუტ ფლეკენშტაინს ექნება შესაძლებლობა დღის განმავლობაში გამართოს სხვადასხვა შეხვედრა, დააკვირდეს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას და თავად შეაფასოს საარჩევნო გარემო.
„ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ გააცნოს თავიანთი ხედვები ქვეყნის განვითარებისა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და თავად საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნების გზით მიიღონ გადაწყვეტილება, როგორც ეს ევროპულ, ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებშია, თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მეგობრები ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს ხედავენ, სათანადოდ აფასებენ და აფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას. მე კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ კნუტ ფლეკენშტაინს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
კახა კალაძემ სტუმარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „დღეს საქართველოს სტუმრობს ევროპული სოციალისტებისა და დემოკრატიული ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი, ბატონი კნუტ ფლეკენშტაინი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობარი და მხარდამჭერია. ევროპელი სოციალისტების პარტია, პარტია „ქართული ოცნების“ პარტნიორია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა. სამომავლოდ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ვგეგმავთ, რაც კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ჩვენს ქვეყანას ევროპასთან დაახლოების გზაზე. თქვენ იცით, რომ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ და დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან მალე საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროპაში მოგზაურობას ვიზების გარეშე და ამ მიმართულებით მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო სოციალისტებსა და დემოკრატებს მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მალე გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოქალაქეები ვიზების გარეშე იმოგზაურებენ ევროპულ ქვეყნებში“,-განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა.
„ ჩვენ ვიმყოფებით ისეთ ქვეყანაში, სადაც მართლა ძალიან კარგად ჩამოყალიბებული საარჩევნო გარემოა, - ამის შესახებ საქართველოს ევროპარლამენტის "სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის" ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კნუტ ფლეკენშტაინმა „ქართულ ოცნებაში“ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში მისი ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი „ქართული ოცნებისთვის“ წინასაარჩევნო კამპანიაში მხარდაჭერაა. “მე ორი მიზეზით ვიმყოფები საქართველოში, პირველი, იმიტომ რომ დიდი მოკითხვა გადავცე „ქართულ ოცნებას“, კიდევ ერთხელ შევთავაზო წინასაარჩევნო კამპანიაში მხარდაჭერა, რადგან ჩვენ "სოციალ-დემოკრატებმა" კარგად ვიცით, რომ თქვენმა ხელისუფლებამ ძალიან კარგი სამუშაო შეასრულა და ძალიან დაუახლოვა ამ ყველაფერმა თქვენი ქვეყანა ევროკავშირს. მეორე მხრივ, ჩვენ ვიმყოფებით ისეთ ქვეყანაში, სადაც მართლა ძალიან კარგად ჩამოყალიბებული საარჩევნო გარემოა”, - განაცხადა კნუტ ფლეკენშტაინმა.
კნუტ ფლეკენშტაინმა საქართველოში წინასაარჩევნი გარემო შეაფასა : "ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, შეადარონ ეს ყველაფერი ერთმანეთს. შეიძლება ცალკეულ შემთხვევებში ხდებოდეს გარკვეული შეცდომები, მაგრამ არა იმ მოცულობით, რომელმაც შეიძლება მოაღწიოს ჩვენამდე-ბრუსელამდე. თუ ცალკეული შეცდომები ხორციელდება, უნდა აღიკვეთოს განურჩევლად იმისა, თუ ვინ არის ხელისუფლებაში. დღეს არის ისეთი ატმოსფერო, რომელიც მე მომწონს, ისიც მომწონს, რომ ოპოზიციამაც თქვა სტრასბურგში, რომ ჩვვენ მხარს ვუჭერთ ხელისუფლებას ვიზალიბერალიზაციის საკითხში", - აღნიშნა კნუტ ფლეკენშტაინმა.
კნუტ ფლეკენშტაინმა იმედი გამოთქვა, რომ ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესი საქართველოსთვის ძალიან მალე პოზიტიურად დასრულდება. „მოხარული ვიქნები, საქართველოს ბევრი მოქალაქე ჩემს მშობლიურ ჰამბურგში უვიზოდ მივიღო, - ამის შესახებ საქართველოს ევროპარლამენტის "სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის" ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კნუტ ფლეკენშტაინმა „ქართულ ოცნებაში“ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ძალიან სასიამოვნოა საქართველოში ჩამოსვლა და იმ პროგრესის ნახვა, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია.
„არ არსებობს საფუძველი, თავი შეიკავონ ვიზალიბერალიზაციის მინიჭებისგან. ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი სხდომაა ბრიუსელში. „კონსერვატორებმაც“ ევროპარლამენტში ცალსახად და მკაფიოდ თქვეს, რომ მომწიფდა სიტუაცია ვიზარიბელარიზაციისთვის, დადგა დრო ამის განსახორციელებლად. ძალიან შთამბეჭდავი იყო, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა სტრასბურგში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებთან ერთად და ყველა პარტიამ, განურჩევლად მათი ორიენტაციისა, ცალსახად მხარი დაუჭირა სწრაფ ვიზარიბელიზაციიას და არანაირი განსხვავებული აზრი არ დაფიქსირებულა”, - აღნიშნა კნუტ ფლეკენშტაინმა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობები დაობენ იმაზე, ვის უნდა ქონდეს ბოლო სიტყვის უფლება. „მე ვფიქრობ, რომ ეს გამოსავალი იქნება, მე ვიცი გერმანიის ფედერალური კანცლერისაგან, ქალბატონი მერკელისაგან და საგარეო საქმეთა მინისტრ შტაინმაერისაგან, როგორ იბრძვიან ამ შიდა გაუგებრობის აღმოსაფხვრელად. მე მართლაც მოხარული ვიქნები, მივიღო საქართველოს ბევრი მოქალაქე ჩემს მშობლიურ ჰამბურგში უვიზოდ”, - განაცხადა კნუტ ფლეკენშტაინმა.
ავტორი: ნიუპრესი