|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩვენი გუნდის მთავარი მონაპოვარი ეს არის- თავისუფლება" (R)

ვიძლევით პირობას, რომ ოთხი წლის თავზე, ჩვენ გვექნება თვისობრივად განსხვავებული საქართველო,  თავისი ინფრასქტრუქტურით, თავისი კეთილმოწყობით,-ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა საგარეჯოში, სადაც ადგილობრივებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რომან მუჩიაშვილი წარუდგინა.

კახა კალაძემ  სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია. 

 „ძალიან ბევრი რთული ბარიერების გადალახვა მოგვიწია, თუმცა, შეგვიწლია თავაწეულებმა ვიაროთ იმგანხორციელებული პროექტებით, იმ განხორციელებული რეფორმებით, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად  გავაკეთეთ დამოვახერხეთ. ნამდვილად საამაყოა, ის რომ დღეს საქართველოში თითოეული ვჩენი ქვეყნის მოქალაქე არის დაზღვეული.ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ ჯანდაცვის მიმართულებით. ჩვენ გვახსოვს ის წლები, როცაქვეყანაში ადამიანები უფულობის გამო, უსახსრობის გამო, ჩვენდა სამწუხაროდ, საოპერაციო მაგიდებზე იღუპებოდნენ. იყოშემთხვევები, როდესაც ოპერაციების საჭიროების შემთხვევაში ადამიანებს სჭირდებოდათ სახლის დაგირავება, სახლისგაყიდვა იმისთვის. დღეს ეს პრობლემა სრულიად მოხსნილია თითოეული ჩვენთაგანისთვის. საჭიროების შემთხვევაშიექიმის მომსახურება, საავადმყოფოს მომსახურება, ეს ყველაფერი არის უფასო. ეს პროგრამა, რა თქმა უნდა, მომავალშიცგაგრძელდება, კიდევ უფრო დაიხვეწება, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება თითოეული ჩვენთაგანისთვის“,-განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა.

კახა კალაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა  C ჰეპატიტის პროგრამაზე.

„ ჩვენ დავიწყეთ ასევე უპრეცენდეტო პროექტის განხორციელება, ეს არის c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. ჩვენდასამწუხაროდ, დღეს საქართველოში 200 000 მეტი ადამიანი არის დაავადებული ამ მძიმე სენით. საქართველოს მთავრობამამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანებს დაეხმაროს. ძალიანძვირი ჯდება მკურნალობა, ერთი მედიკამენტის ფასი დაახლოებით 65 000 ამერიკული დოლარი ღირს და ამ ადამიანებსარანაირი შესაძლებლობა არ გააჩნიათ იმისა, რომ ეს მედიკამენტები შეიძინონ და იმკურნალონ. დღეს უკვე დაახლოებით 10 000 ადამიანმა ისარგებლა ამ პროგრამით და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ისინი სრულიად განიკურნენ. ყველახარჯი თავის თავზე აიღო საქართველოს ხელისუფლებამ. ჩვენ 4 წლის თავზე, შევძლებთ, რომ საქართველოში არგვეყოლება არც ერთი ადამიანი ამ მძიმე სენით დაავადებული. ჩვენ შევძლებთ იმას, რომ თითოეულ მათგანს, სრულიადჯანმრთელს, სრულიად ჯანსაღებს დავუბრუნებთ თავიანთ ოჯახებს და საზოგადოებას“,-განაცხადა პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა.

კახა კალაძემ სიტვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა პენსიების მატებისა და დასაქმების პროგრამებზე.

  „თქვენ იცით, რომ პენსიები 1 ივლისიდან გახდა 180 ლარი. მე ძალიან კარგად მესმის, ის რომ ეს შეიძლება არ იყოს ისეთიდიდი თანხა, როგორც ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში აქვთ, მაგრამ ეს არის გაცილებით მეტი, ვიდრე ეს იყო 2012წელს და, რა თქმა უნდა, მომავალ წლებში, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, ამ მიმართულებითაც იქნებამატება. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა არის ის, რომ ქვეყანა გავაძლიეროთ ეკონომიკურად , ქვეყანა წინ წავიდეს, რადგანშესაძლებელი იყოს ასეთი პროექტების განხორციელება. დღეს რა აწუხებს ყველაზე მეტად ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას- ესარის უმუშევრობა, ეს არის ახალი სამუშაო ადგილები და ზუსტად ჩვენი ხელისუფლების ამოცანა, მთავარი მიზანიგახლავთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ჩვენ გავეცით დაპირება, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ქვეყანაშიშეიქმნება დაახლოებით 200 000 ახალი სამუშაო ადგილი. ბოლო 4 წლის განმავლობაში მცირე და საშუალო ბიზნესისგანვითარების კუთხით, მხოლოდ  კერძო სექტორში შეიქმნა დაახლოებით სამოცდახუთიათასი ახალი სამუშაო ადგილი.ჩვენ გვესმის რომ, ეს არ არის ძალიან ბევრი იმ პრობლემასთან მიმართებაში, რაც ჩვენ უმუშევრობასთან დაკავშირებითგვაქვს,მაგრამ ეს არის სწორი გზა,სწორი მიმართულება იმისთვის, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით, რაც ჩვენუმუშევრობასთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს იყოს მოგვარებული“-აღნიშნა მან.

კახა კალაძემ ასევე ისაუბრა   სოფლის მეურნეოების მიმართულებით სახელმწიფო დახმარებაზე.

„ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ხელშეწყობას,იმ პროგრამების გაგრძელებას,რითაც დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა სარგებლობს და ზუსტად რეგიონში, რაიონში სოფლად მცხოვრებმა ადამიანმა იცისყველაზე კარგად თუ რამდენად მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის მიმართულებით ხელშეწყობა. ჩვენ ხომ ყველასკარგად გვახსოვს რა ხდებოდა წლების განმავლობაში ამ დარგში. მე ნამდვილად მეამაყება ის,  რომ ბოლო ოთხი წლისგანმავლობაში ჩვენ იმდენი მიწა დავამუშავეთ, რაც ოცი-ოცდახუთი წლის განმავლობაში საერთოდ არ მომხდარა ქვეყანაში.უფასო ხვნა-თესვის პროგრამა მეოთხე წელია მართლაც წარმატებით მიმდინარეობს და გაგრძელდება მომავალშიც.გაგრძელდება მანამ, სანამ სოფელი არ გაძლიერდება, სანამ გლეხი არ დადგება ფეხზე, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძლიერისოფლები ნიშნავს ძლიერ რაიონებს,ძლიერი რაიონები ეს უკვე ძლიერი ქალაქებია,ძლიერი ქალაქები ეს უკვე ძლიერისაქართველოა“-განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა.

კახა კალაძემ  მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.გაგრძელდება ერთ-ერთი წარმატებული პროექტი „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ხელს უწობს როგორც სამუშაოადგილების შექმნას, ასევე იმ პროდუქტების და პროდუქციის შექმნას, რომელზეც ჩვენ ვართ დამოკიდებული და ეს არისძირითადად იმპორტირებული პროდუქტები. ჩვენ ყველანაირი შესაძლებლობა გაგვაჩნია იმისა, რომ რაც შეიძლებანაკლებად ვიყოთ დამოკიდებული უცხოეთიდან შემოსულ პროდუქტებზე და პროდუქციაზე. ყველანაირი პირობებიგაგვაჩნია ამის,კლიმატური პირობები შრომის მოყვარე ხალხი ვართ და რაც მთავარია, ხელისუფლება, მთავრობაგამოთქვამს მზადყოფნას, რომ ამ მიმართულებით იყოს დახმარება“,-განაცხადა მან.

პარტიის გენერალურმა მდიანმა ყურადღება ასევე გაამახვილა განათლების სისტემის რეფორმირებაზე.

 

 „განათლების მიმართულებით ხომ ყველას გვახსოვს რა ხდებოდა, რა მდგომარეობა იყო ამ მიმართულებით. მე 2012 წელსთქვენთან ერთად ძალიან ბევრ შეხვედრებს ვმართავდი წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ძალიან ბევრი იყო შეხვედრა,როდესაც ვხვდებოდით ახალგაზრდა ქალბატონებს, ახალგაზრდა დედებს თვალცრემლიანს და რა იყო ამის მიზეზი,როდესაც ვსაუბრობდით,ელემენტარული იმის შესაძლებლობა არ ქონდათ რომ თავიანთი შვილებისთვის, თავიანთიპატარებისთვის სახელმძღვანელოები ეყიდათ. ამისთვის საჭირო იყო ორასი ლარი, სამასი ლარი თუ ორი -სამი შვილი იყოოჯახში, ეს კიდე უფრო მეტი დამატებითი პრობლემები იყო. უწევდათ საქონლის, პირუტყვის გაყიდვა იმისთვის, რომშვილებისთვის სახელმძღვანელოები ეყიდათ. დღეს უკვე ეს პრობლემა მოხსნილი და მოგვარებულია. როდესაც ჩვენიშვილები, ჩვენი პატარები მიდიან სკოლებში მათ სახელმძღვანელოები უფასოდ ხვდებათ მერხებზე და ეს,  რა თქმა უნდა,მომავალშიც გაგრძელდება. ბაგა-ბაღებში რა მდგომარეობა იყო, გასამმაგდა პატარების რაოდენობა ბაღებში და რა იყო ამისმიზეზი, ის რომ ჩვენ ბაგა-ბაღები გავხადეთ უფასო,ოჯახებს არ ჰქონდა ელემენტრული იმის შესაძლებლობა, რომყოველთვიურათ ათი-თხუტმეტი ლარი გადაეხადათ იმისთვის, რომ თავიანთი შვილები ბაღებში ეტარებინათ.დავიწყეთსკოლების,ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციის სამუშაოები. სამასზე მეტი სკოლა და ბაგა-ბაღი  გარემონტდა მთელიქვეყნის მაშტაბით და ეს პროგრამა გაგრძელდება მომავალშიც. გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა სოფელში,ყველა ქალაქშიყველა თემში არ იქნება გარემონტებული, რეაბილიტირებული სკოლები და ბაგა-ბაღები, როგორც ევროპულ, ნორმალურგანვითარებულ ქვეყნებშია, რომ ჩვენ შვილებს, ჩვენს მომავალ თაობებს მივცეთ შესაძლებლობა იმისა, რომ ნორმალურპირობებში მიიღონ განათლება და თავზე ჭერი არ ენგრეოდეთ,არ აწვიმდეთ და არ ათოვდეთ“,-აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით,  პედაგოგები  განსაკუთრებულად დასაფასებლები არიან.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა პროფესიას პატივს ვცემთ, მაგრამ პედაგოდი არისჩვენთვის განსაკუთრებული, რადგან ეს გახლავთ ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ შეხება ჩვენსშვილებთან,ჩვენს მომავალ თაობებთან და შესაბამისად პროფესიაა პედაგოგი უნდა იყოს დაფასებული.

2017 წლის პირველი იანვრიდან  პედაგოგების საშუალო ხელფასი იქნება 800 ლარი და ეს ციფრი, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაიზრდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასთან, ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად“,-განაცხადა მან.

კახა კალაძის თქმითვე,  ინფრასტრუქტურული პროექტები, ყველა ქალაქში, ყველა რაიონში გაგრძელდება.

„ ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა ქვეყნის განვითარების მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. რამდენიმე ხნის წინ, ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა წარმოადგინა ქვეყნის განვითარების გეგმა, თუ რას აპირებს პარტია „ქართული ოცნება“, რას ჰპირდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. როგორი იქნება მომავალი ოთხი წელი. ძალიან ამბიციური გეგმაა, მაგრამ ჩვენ ვიძლევით პირობას, რომ ამ გეგმას აუცილებლად შევასრულებთ და ვიძლევით პირობას, რომ ოთხი წლის თავზე ჩვენ გვექნება თვისობრივად განსხვავებული საქართველო.  თავისი ინფრასქტრუქტურით, თავისი კეთილმოწყობით. ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ თქვენთან ერთად. რა თქმა უნდა, მარტო ამის განხორციელება იქნება შეუძლებელი, თუ არ იქნება თქვენი თანადგომა და თქვენი       მხარდაჭერა, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ამას ჩვენ ერთობლივად, ჩვენი ერთსულოვნებით, ჩვენი ერთიანი ძალისხმევით  აუცილებლად შევძლებთ“-აღნიშნა მან.

კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ მთავარ მონაპოვარს, რასაც თავისუფლება ჰქვია.

„ეს არის ჩვენი გუნდის მთავარი მონაპოვარი თქვენთან ერთად, რადგან, რა თქმა უნდა,   შეუძლებელი იყო მარტო ამის გაკეთება 2012 წელს, რომ არ ყოფილიყო ის მხარდაჭერა, რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან ჩვენ ვგრძნობდით. ჩვენი გუნდის მთავარი მონაპოვარი ეს არის- თავისუფლება. ნამდვილად საამაყოა ის, რომ დღეს ქვეყანაში განსხვავებული აზრის გამო, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო  არ იდევნებიან, ქვებით და ხელკეტებით არ დასდევენ. ხომ ყველას, თითოეულ თქვენთაგანს ახსოვს,თუ როგორი დამოკიდებულება იყო 2011-2012  წლებში ჩვენს მიმართ, ჩვენი მხარდამჭერების მიმართ. როგორი შანტაჟი მიდიოდა, ჩართული იყო პოლიცია, შესაბამისი სამსახურები, მიდიოდა დაშინებები ჩვენს ოჯახებზე, ჩვენს ოჯახის წევრებზე,  მეგობრებზე, ახლობლებზე, ნათესავებზე, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ მშვიდობიანი გზით, არჩევნების გზით ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს და გაძლევთ პირობას, რომ საქართველოში არასდროს, ვერასდროს ვერ     დაბრუნდებიან ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც იძალადებენ თავიანთი ქვეყნის მოქალაქეებზე, იძალადებენ  განსხვავებულ აზრზე, განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებებზე. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ განსხვავებულ აზრს, ქვეყანაში უნდა შემოვიტანოთ პოლიტიკური  კულტურის ახალი საფეხური, რომ დავანახოთ ყველას, ქვეყანაში საჭიროა მეტი სიყვარული, მეტი ურთიერთპატივისცემა. პატივისცემა განსხვავებული აზრის მიმართ. უნდა იყოს განსხავავებული აზრი,  რა თქმა უნდა, ქვეყანაში. თუ ჩვენ ყველა ერთნაირად ვიაზროვნვებთ, ერთნაირი შეხედულებები გვექნება, მერწმუნეთ, რომ შეუძლებელი იქნება ქვეყნის განვითარება და ქვეყნის წისვლა“,-განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი: ნიუპრესი