|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩხარის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები KIU-ს რეიტინგში ლიდერობენ

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა [KIU] გამოაქვეყნა ამავე სასწავლებელში ჩარიცხულ პირველკურსელ სტუდენტთა სტატისტიკა, 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული საშუალო საკონკურსო ქულით ტოპ სკოლების მიხედვით.

რეიტინგის მიხედვით, ლიდერობს ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა, მეორე ადგილზეა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N1 სკოლა, მესამე პოზიციას კი ილია ვეკუას სახელობის სკოლა იკავებს.

აღნიშნულ სტატისტიკურ მონაცემებს სოციალურ ქსელში ყოფილი განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა ეხმიანება:

„კომაროველები KIU-შიც ბრდღვნიან, მაგრამ ჩხარის #1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა უნდა თქვან, ხალხი ვართო!“ – წერს ალექსანდრე ჯეჯელავა.

ავტორი: