|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცნობილი ექიმი სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაკავებული ექიმის ირაკლი მერკვილაძის სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლე თეიმურაზ სვანიძემ ცნობილი ექიმის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწტვეტილება ძალაში დატოვა. 

ექიმის ადვოკატები გადაწყვეტილების  გასაჩივრებას უმაღლეს ინსტანციაში გეგმავენ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკავებულ ექიმს უფლებას აქვს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართოს. დაკავებული სასამართლო სხდომებზე აცხადებდა, რომ ის შეწყალებისს უფლებით არ ისარგებლებდა და თავის უდანაშაულობას ისე დაამტკიცებდა. 

ექიმი ირაკლი მერკვილაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 26 იანვარს განაჩენის გამოცხადების შემდეგ დააკავეს. მას 2 წლით თავისუფლების აღკვეღთა მიესაჯა.

2013 წელს გარდაცვლილი 22 წლის ვიოლეტა მატინოვას დედა ექიმ ირაკლი მერკვილაძეს უყურადღებობაში ადანაშაულებდა, რასაც მისი შვილის სიკვდილი მოყვა. საქმე 116-ე მუხლით წარიმართა, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

სასამართლო პროცესი 5 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი