|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცოლზე ძალადობაში ბრალდებულ ტყიბულელ ჩინოვნიკს სასამართლომ გირაო შეუფარდა

ცოლზე ძალადობის  ბრალდებით დაკავებული ტყიბულის მერიის თანამშრომელს სასამრთლომ   5 000 ლარის გირაოს შეუფარდა.  გადაწყვეტილება მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა მიიღო,

გადაწყვეტილება  ბრალდების მხარემ, სააპელაციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრა. პროკურატურა მიიჩნევს, რომ ცოლზე ძალადობის საქმეზე ჯონი ქასრაშვილს პატიმრობა უნდა შეეფარდოს. 

ბრალდების თანახმად,  ნასვამი ქასრაშვილი ცოლს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკურად გაუსწორდა, თუმცა, დაზარალებულმა ქალმა სასამართლოს მისი გათავისუფლება თხოვა. 

მოსამართლეს, გათავისუფლების თხოვნით, თავად ბრალდებულმაც მიმართა. მისი თქმით, მეუღლეზე აღარ იძალადებს.

 

ავტორი: ნიუპრესი