ცოტნე ზურაბიანი წყალტუბოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა (R)
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცოტნე ზურაბიანი წყალტუბოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი იყო არასამთავრობო სექტორისთვის წყალტუბოს შესახებ სამოქმედო გეგმის გაცნობა და გამარჯვების შემთხვევაში სამომავალო თანამშრომლობის გზების განხილვა.
"არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა და თანამონაწილეობა ქალაქის ხვალინდელი დღისა და განვითარებისთის მნიშვნელოვანია. ჩემი მხრიდანაც არის სრული მზაობა, რომ სამომავლოდაც ვითანამშრომლო და განვახორციელოთ ერთობლივი პროექტები, ინიციატივები, რათა მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ჩვენი ქალაქის განვითარებას" - ამბობს ცოტნე ზურაბიანი.
წყალტუბოში მოღვაწა არასამთავრობო ორგანიზაცია დევნილ ქალთა კავშირის თავმჯდომარის განმარტებით, მნიშვნელოვანია კანდიდატთან პირისპირ შეხვედრა, საჭირო კითვების დასმა და მათზე პასუხების მოსმენა.
"როდესაც ქალაქში მაჟორიტარი დეპუტატი ამა თუ იმ პარტიიდან იყრის კენჭს მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა. მნიშვნელოვანია გავეცნოთ მათ შეხედულებებს, მათ სამომავლო გეგმებს და გვქონდეს ურთიერთობები, ჩვენც დავსვათ ჩვენი შეკითხვები და მოვისმინოთ მათგან პასუხები" - ლალი გრიგოლავა, წყალტუბოს დევნილ ქალთა კავშირის თავმჯდომარე.
შეხვედრაზე კანდიდატმა NGO სექტორს მოსახლეობასთან შეხვედრების მეორე ეტაპის ცხრილი გააცნო, სადაც გაწერილი იყო კონკრეტულ დღეს თუ რომელ თემს ხვდება და მეტი ღიაობისთვის შესთავაზა შეხვედრებზე დასწრება. შეგახსენებთ, რომ კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრების მეორე ეტაპს 25 სექტემბერიდან განაახლებს.
ავტორი: ნიუპრესი