ცოტნე ზურაბიანმა წყალტუბოში კამპანია "ინფორმირებული ამომრჩეველი" დაიწყო (R)
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ცოტნე ზურაბიანმა დღეს კამპანია "ინფორმირებული ამომრჩეველი" დაიწყო. კამპანიის ფარგლებში კანდიდატმა საინფორმაციო მასალები წყალტუბოს ბაზარში დაარიგა. ცოტნე ზურაბიანის თქმით კამპანიის მიზანია ამომრჩევლები არჩევნებზე ინფომირებულები მივიდნენ და გათვიცნობიერებულად გააკეთონ არჩევანი "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" სასარგებლოდ.
"ვიწყებ დაპირებული საინფორმაციო ბროშურების დარიგებას. აქ ის დაპირებებია, რასაც შეხვედრების დროს ამომრჩეველს ვეუბნებოდი. საინფორმაციო მასალის დარიგება კამპანიის ერთ-ერთი ნაწილია. კარგი იქნება თუ თითოეული აქ მაცხოვრებელი წერილობითი ფორმით არსებულ ინფორმაციას გაეცნობა. ჩემი მიზანიც ეს არის, რომ არჩევნებზე მოვიდეს ინფორმირებული ამომრჩეველი და გააზრებულად გააკეთოს არჩევანი "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" სასარგებლოდ. ყოველდღე მეგობრებთან ერთად პირადად დავარიგებ საინფორმაციო მასალებს" - განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.
საინფორმაციო მასალები (ბროშურა, ტრიპლეტი, ბუკლეტი და გაზეთი) საარჩევნო პროგრამისა და სამოქმედო გეგმის შესახებ დღეს კანდიდატმა ბაზარში მომუშავეებს, სალონებში დასაქმებულებსა და სამარშუტო ტაქსის მძღოლებს დაურიგა.
მასალების დარიგება ყოველდღიურ რეჟიმში, დილის საათებში გაგრძელდება.
კამპანიის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები სხვადასხვა სეგმენტურ ჯგუფებთან.
ავტორი: ნიუპრესი