|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დააპატიმრეს ორი ჯიბგირი, რომლებსაც მეეტლე გაუძარცვავთ"

„ნიუპრესი“ აგრძელებს რუბრიკას, რომელშიც ქუთაისში გამომავალ გაზეთებში ზუსტად 100 წლის წინ გამოქვეყნებულ ამბებს გაგაცნობთ.

1917 წლის 3 მაისს, ქუთაისში მეეტლის გაძარცვისათვის ორი პირი დაუკავებიათ. ამის შესახებ მაშინდელი გაზეთი "სოციალ-დემოკრატი" იტყობინება. როგორც ჩანს, არც თუ მკაცრი კანონები ჰქონდათ, რადგან ჯიბგირები, რომლებსაც მეეტლე გაუძარცვავთ, "დანაშაულობაში გამოტეხის შემდეგ" გაუთავისუფლებიათ.

სამაგიეროდ, კანონი მკაცრი აღმოჩნდა ჯარისკაცებისათვის, რომლებიც სახელმწიფო ნივთების გაყიდვის გამო სასამართლოს გადასცეს.  

პრესაში მნიშვნელოვან ადგილს იჭერს ინფორმაცია, რომ ქუთაისის სასურსათო კომიტეტმა შაქარი მიიღო.

შეგახსენებთ, ამ დროისათვის პირველი მსოფლიო ომი მიმდინარეობდა, რომელიც საქართველოსაც შეეხო. რუსეთში  უკვე მომხდარი იყო ბურჟუაზიული რევოლუცია, საქართველოს კი ამიერკავკასიის დროებითი მთავრობა მართავდა. 

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე