|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაბოქლომებული ატრაქციონები ქუთაისში

ქუთაისში, ნიკეას ქუჩის #20 კორპუსის მცხოვრებთა გადაწყვეტილებით, საბავშვო ატრაქციონი დააბოქლომეს. მოქალაქეებმა მერიის მიერ რამდენიმე ხნის წინ მოწყობილი საბავშვო მოედანი შემოღობეს და ბოქლომი დაადეს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მიზეზი ბავშვების მიერ ატრაქციონების დაზიანებაა, სწორედ ამიტომ მოქალაქეები საბავშვო ეზოში მხოლოდ საკუთარი კორპუსის ბავშვებს უშვებენ. დაბოქლომებული ატრაქციონის გამო მოსახლეობა ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდა. როგორც ჩვენთან საუბარში აცხადებენ, ბავშვებს თამაშის უფლებას არ აძლევენ. 

"მესმის, რომ ბავშვები აზიანებენ, მაგრამ ეს ხომ ბავშვებისთვის კეთდება, მათ უნდა ითამაშონ, ამიტომ არ მესმის, ეს დაბოქლომება, რატომ გახდა საჭირო. რამდენიმე ატრაქციონი არის უბანში, მაგრამ ბავშვმა აქ რომ გაიარა, მოინდომა თამაში, მივიდა, მაგრამ ვინ შეუშვა, კინწისკვრით გამოაგდეს. რომ ვიკითხე მიზეზი, მითხრეს, რომ მათი კორპუსის ატრაქციონზე სხვებს არ უშვებენ", -აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლებმა ატრაქციონი თანადაფინანსებით შეიძინეს, ამიტომ აქვთ უფლება საკუთარი შეძენილ ქონებას მოუფრთხილდნენ.

 

 

ამ თემაზე: ქუთაისში მოსახლეობამ ატრაქციონის დაზიანების გამო პოლიციას მიმართა

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი