|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 60 ახალი შემთხვევა

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 354 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 517 098-ს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 831 პირი ემსხვერპლა. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 354 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 942 შემთხვევა, აჭარა - 368, იმერეთი - 316.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 557 პირი, მათ შორის თბილისში - 632, აჭარაში - 149, იმერეთში - 349.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 361 პირი, მათგან თბილისში - 212, აჭარაში - 29, იმერეთში - 37.

 ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 200 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 453 488.

ავტორი: ნიუპრესი