|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„დაჰაკულია Cozy Bear-ის მიერ. დიდება რუსეთს“ - პრეზიდენტის ვებგვერდი დაჰაკეს

დაჰაკულია Cozy Bear-ის მიერ - საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდი გატეხეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური ვებგვერდი ამ ვებგვერდი საძიებო სისტემაში აღარ იძებნება.

აღნიშნულის მიზეზი, ვებგვერდზე რუსული ჰაკერების ჯგუფის „Cozy Bear“-ის თავდასხმა გახდა. გვერდის რულ გათიშვამდე, ოფიციალურ მისამართზე (president.ge) გადასვლისას იკითხებოდა წარწერა: „დაჰაკულია Cozy Bear-ის მიერ. დიდება რუსეთს“.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდის მანძილზე აქტიური ჰაკერული თავდასხმები ხდება კრიტიკული მედიების ვებგვერდებზე. გუშინ, 25 იანვარს „მთავარი არხის “ ვებ გვერდი დაჰაკეს, რამდენიმე ხნით ადრე, ასევე გატეხეს რეგიონული ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ის ვებ გვერდიც.

ავტორი: ნიუპრესი