|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თბილისში ოპოზიციის აქციებზე ათობით ადამიანი დააკავეს

თბილისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, სადაც ოპოზიციის აქცია იყო დაგეგმილი, დაკავებები  აქციის დაწყებამდე დაიწყო.  დაკავებების სერია მიმდინარეობს სამივე ლოკაციაზე, სადაც  აქცია იმართება. 

დაუზუსტებელი ინფორმაციით,  ამ დროისათვის დაკავებულია 20-მდე ადამიანი. 

როგორც ადგილზე მყოფი ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, დაკავებებს  წინ რაიმე ინციდენტი არ უძღვოდა. 

"წარმოუდგენელი ამბავი ხდება, პოლიციამ გამოაცხადა ნადირობა სამოქალაქო აქტივისტებზე", - განაცხადა აკო მინაშვილმა.  

ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე მოქალაქე შეუძლოდ გახდა, მას სამედიცინო დახმარე ადგილზე აღმოუჩინეს. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა