"დაკავებულია დაუნდობელი ქართული ბანდის მეთაური"
"დაკავებულია იმ დაუნდობელი ქართული ბანდის მეთაური, რომელიც ა/წ აგვისტოს თვეში სახლში შეეჭრა და, თანხის და ძვირფასეულობის გამოძალვის მიზნით, სიკვდილამდე აწამა ტავერნის მეპატრონე. მასთან ერთად აწამეს მისი ცოლიც, რომელიც სიკვდილს გადაურჩა.
დანარჩენ დეტალებზე ამ გახმაურებული საქმისა, ისევე, როგორც ელადაში მოთარეშე, მანქანების ქურდების უდიდესი კრიმინალური დაჯგუფების შესახებ, შუადღის საათებში ოფიციალურად განაცხადებს ათენის უსაფრთხოების სამმართველოს უფროსი.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დანაშაული ჩადენილი იქნა გასულ აგვისტოს და წარმოადგენდა არნახულს კუნძული ჰიდრას კრიმინალური ისტორიისთვის, რომელიც თითქმის ნულოვანი გახლდათ მანამდე.
მსხვერპლის მეუღლის ჩვენებით, ცოლ–ქმარმა დაკეტა ტავერნა ღამის 2 საათზე და გადაინაცვლა საკუთარ სახლში, რომელიც ემიჯნება დაწესებულებას. ცოტა მოგვიანებით, მათ კერძო ბინაში შეიჭრა 2 ნიღბიანი მამაკაცი, რომელთაც ჯერ შეკოჭეს ცოლ–ქმარი, შემდეგ კი პირი აუკრეს და დაჟინებით დაუწყეს გამოკითხვა ფულის და ოქროულობის შესახებ. ქალის გადმოცემით, ბოროტმზრახველები ერთმანეთში ბერძნულად არ ლაპარაკობდნენ, გარდა იმ შემთხევევებისა, როდესაც მათ სცემდნენ. ქალი ამტკიცებს ასევე, რომ სანამ დამნაშავეები წავიდოდნენ, აჩვენა მათ ჩემოდანი, სადაც 40 ათასი ევრო ინახებოდა.
შემდგომში, 58 წლის ქალმა გონება დაკარგა. როდესაც გონს მოეგო, შეძლო გამოთავისუფლება და ქმრის მოსულიერებას შეეცადა, რომელიც არ რეაგირებდა. მაშინ ქალმა სირბილით მიაშურა კუნძულის პოლიციის განყოფილებას, რომელიც მათ სახლთან ახლოსვე იმყოფება.
ბანდის ნაწილი აყვანილი იქნა კუნძულზევე, როდესაც, პოლიციის რადიო/ინფორმაციის საფუძველზე, "ზღვის ტაქსმა" უკან მოაბრუნა და ჩააბარა ისინი სამართლდამცავებს. ძირითადმა დამნაშავემ კი, ტავერნაში მომუშავე და „საქმის მიმცემმა“ ქართველთა წყვილმა, ნაძარცვიანად, სხვა "ზღვის ტაქსით" გასწრება და მიმალვა მოახერხა"-წერს ბერძნული მედია.
(ქართული თარგმანი ეკუთვნის ქართველ ემიგრანტს, რომელიც სოციალურ ქსელში David Shannow-ს სახელითაა რეგისტრირებული)
ავტორი: ნიუპრესი