|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაკეტილი საზღვრები და შეჩერებული ფრენები მძიმედ აისახა ტურიზმის სფეროზე - გიორგი ვაშაძე

დაკეტილი საზღვრები და შეჩერებული ფრენები მძიმედ აისახა ტურიზმის სფეროზე და სასტუმრო-ბიზნესზე. ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა  და პრემიერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ის დღეს  ქუთაისში სასტუმრო "თეთრი ხიდის" მეპატრონეს შეხვდა, რომელიც სასტუმროს ფართის და კეთლმოწყობისათვის აღებული საბანკო კრედიტის დაფარვას ვეღარ ახერხებს,  რადგან სასტუმრო ფაქტიურად გაჩერებულია და არ ფუნქციონირებს.

,,ტურისტული სექტორი განადგურებულია. არანაირი შეღავათი სასტუმრო ბიზნესს და ტურისტულ სექტორს. საზღვრები დაკეტილია, ტურისტი არ შემოდის, შემოსავალი ნულოვანია. ადამიანებს უჭირთ სესხის დაფარვა და ამ დროისათვის ბანკებმა უკვე გადაიფორმეს 220 ათასი ლარის ქონება. ამ ხალხს და სრულად ტურისტულ ბიზნესს დახმარება სჭირდება "ქართული ოცნება" კი დაკავებულია ფულის კეთებით და საკუთარი მეგობრების ბიზნესის დახმარებით",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა