დაპირისპირება სოფელ ზარათში -პოლიციამ ადგილობრივებს გადაადგილების უფლება არ მისცა
ხმაური იყო სოფელ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზარათში. დაპირისპირება სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის მოხდა.
მოსახლეობის თქმით, მათ მეზობელ სოფელში სურდათ წასვლა, თუმცა პოლიციელებმა ამის უფლება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოყვა. პოლიცია ადგილობრივებს დოკუმენაციის წარდგენას თხოვდა, რასაც ახალი წესებით ხსნიდა.
გაბრაზებულმა მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა ლოდებით გადაკეტა.
ადგილობრივების თქმით, წყალტუბოში კონტროლის გამკაცრება ნამოხვანჰესის წინააღმდეგ მიმდინარე პროტრსტს უკავშირდება.
ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგის ვარლამ გოლეთიანის თქმით, პოლიცია უკანონოდ ზღუდავს ადგილობროვების უფლებებს, რის გამოც მოსახლეობისთვის ცხოვრება გაუსაძლისი გახდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი