|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"3%-იანი ბარიერი და არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება" - 20 პარტიის განცხადება

3%-იანი ბარიერი და არჩევნების პროპორციულ წესით ჩატარება - 20 პარტიის განცხადების თანახმად, გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტში მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტის დარეგისტრიტებას ითხოვს.

„ჩვენ, 20 პოლიტიკურ ორგანიზაციას კარგა ხანია წარდგენილი გვაქვს საქართველოს პარლამეტში გაცილებით უფრო მეტი ხელმოწერა, 300 000-მდე ხელმოწერა ჩვენი მოქალაქეებისა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც ითვალისწინებს ასევე პროპორციულ წესით არჩევნების ჩატარებას, 3%-იანი ბარიერით და უახლოეს დღეებში აღნიშნული საკითხი პასუხგაცემული უნდა იყოს პარლამენტის მხრიდან ჩვენდამი. ამიტომ, პირველ რიგში ჩვენ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციიდან ვაცხადებთ, რომ პირველ რიგში დარეგისტრირდეს, როგორც საინიციატივო ჯგუფის მიერ, ანუ ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტი,  ასევე „ქართული ოცნების“ მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში. მეორე, სასწრაფოდ და გადაუდებლად შეიქმნას საკონსტიტუციო ცვლილებისათვის საერთო სახალხო განხილვის კომისია, ანუ ფორმატი, რომელიც იქნება იდეალური საშუალება იმ დიალოგის საწარმოებლად,“ - განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ.

ბრიფინგს ესწრებოდნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის თინა ბოკუჩავა „ნაციონალური მოძრაობიდან“ და გიგი უგულავა „ევროპული საქართველოდან“.

ფოტო: ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა