დასავლეთ საქართველოში გრიპით გარდაცვალების ორი ფაქტი დაფიქსირდა
გრიპით მატების დროს სულ გვქონდა ამ სეზონზე გარდაცვალების ორი ფაქტი დასავლეთ საქართველოში, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ პირველ არხთან.განაცხადა.
მისი თქმით, ეს ცალსახად მიუთითებს რომ საგანგაშო არაფერია.
„არაფერი საგანგაშო სიტუაცია არ არის, გადაჭარბებულია ზედმეტი აჟიტირება და ემოციები, თითქოს ადგილები არ არის კლინიკებში, რამდენიც გინდათ, იმდენი ადგილია. შესაძლოა, ერთი-ორი პედიატრიული კლინიკა ერთი-ორი დღით გადაიტვირთა, მაგრამ ამაში საპანიკო არაფერია, ის გადაიტვირთა, სხვა კლინიკებია. ასე რომ, ჩვეულებრივი სიტუაციაა ამ სეზონისთვის დამახასიათებელი... საქართველოში ძალიან კარგად იმართება რესპირაციული ინფექციები. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ სადღეისოდ ერთ-ერთი ყველაზე დაბალია გარდაცვალებათა რაოდენობა საქართველოში როგორც კოვიდის დროს, ისე სხვა რესპირაციული ინფექციების. მაგალითად, გრიპის დროს. გრიპით მატების დროს სულ გვქონდა ამ სეზონზე გარდაცვალების ორი ფაქტი დასავლეთ საქართველოში. ხოლო „კოვიდით“ გარდაცვალება საერთოდ არ გვქონია. ეს ცალსახად მიუთითებს, რომ საქართველოში განსაკუთრებული არაფერი ხდება რესპირაციული ინფექციების მხრივ“, - განაცხადა ცერცვაძემ.
ავტორი: