დასავლეთში -12, აღმოსავლეთში - 18 - როგორ განაწილდება 30 სამაჟორიტარო მანდატი?
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული ოლქების სავარაუდო განაწილების შესახებ საუბრობს.
კობახიძის ინფორმაციით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან 12 დასავლეთ საქართველოში იქნება, ხოლო 18 აღმოსავლეთ საქართველოში.
მისივე განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარული ოლქები შემდეგნაირად გადანაწილდება:
აჭარა - 3,
გურია - 1,
სამეგრელო 3,
რაჭა -ლეჩხუმ- სვანეთი - 1,
იმერეთი - 4 ,
თბილისი - 7,
შიდა ქართლი -2,
კახეთი - 3,
ქვემო ქართლი - 3,
სამცხე- ჯავახეთი - 2,
მცხეთა-მთიანეთი - 1.
მისი თქმით, თბილისში 7 საარჩევნო ოლქი უნდა ჩამოყალიბდეს, რაც შეეხება სხვა ქალაქებს, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, ფოთი თითო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქნება.
ავტორი: ნიუპრესი