|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით სერგეენკო და ლევან კობერიძე მედიკოსებს შეხვდნენ(R)

 “ჩემთვის საყოველთაო ჯანდაცვა არის ჩვენი საზოგადოების სოლიდარულობის საუკეთესო გამოხატულება - ეს არის სისტემა, რომლის დახმარებითაც ქვეყანაში შექმნილი საერთო სიკეთე სამართლიანად ნაწილდება მის ყველა მოქალაქეზე”,-განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. ის "ქართული ოცნების" მუხიანი-გლდანის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ლევან კობერიძეს ერთად  მედიკოსებს  შეხვდა.

შეხვედრაზე ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს.

„ ჯანდაცვის რეფორმა არის "ქართული ოცნების" ყველაზე ხელშესახები მიღწევა. ეს არის ჩვენი საერთო მონაპოვარი, რომელსაც ყველა მოქალაქე გრძნობს და რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა“,- განაცხადა ლევან კობერიძემ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ჯანდაცვის მინისტრი მედ-პერსონალს ჯანდაცვის არსებულ სისტემის გაუმჯობესებისა და დახვეწის გზებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

 

ავტორი: ნიუპრესი