|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით სონღულაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს (R)

 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი, სოფლების გურჯაანისა და ზემო კაჭრეთის მოსახლეობას შეხვდა.

 დავით სონღულაშვილმა მოსახლეობასთან ერთად პირველი ტურის შედეგები შეაჯამა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას სოფლებში განხორციელებული პროექტები გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა.

 „გურჯაანში ძირითადად ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რომლის მოგვარებაც მთავარი პრიორიტეტია ჩემთვის. გაცილებით მეტის გაკეთება შემდეგ 4 წელში უნდა შევძლოთ,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

 ზემო კაჭრეთის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ძირითადი აქცენტები სოფელში არსებულ ინფრასტრუქტრულ პრობლემებზე დაისვა. დავით სონღულაშვილის თქმით, მომავალ წელს დასრულდება ცენტრალური გზის მოასფალტება, სკოლისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და სხვა ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტები.

 „ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის შეხვედრები მოსახლეობასთან და ვიმედოვნებთ, სისტემატურ ხასიათს მიიღებს. კომუნიკაცია ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის აუცილებელია, რადგან ჩვენც ვიცოდეთ რას აკეთებს ხელისუფლება და მათაც ჩვენი საკითხები დროულად მივაწოდოთ,“- აღნიშნა ზემო კაჭრეთის მცხოვრებმა გივი არუთინაშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი