|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დავითობას" გელათის მონასტერი პრობლემებით ხვდება - "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას მოქმედებისკენ მოუწოდებს

"დავითობას" გელათის მონასტერი კვლავ პრობლემებით ხვდება. "ნაციონალური მოძრაობაში" ფაქტს ხელისუფლების უმოქმედებას უკავშირებენ.
პარტიის წევრის გიგა შუშანია განცხადებით, ტაძარში ყველა სამუშაო შეჩერებულია და ფრესკების გადარჩენის მიზნითაც არაფერი კეთდება.
"გელათი განადგურების პირასაა და უკვე მეორე წელია, ვერცერთი ჩინოვნიკი ვერ ბედავს გელათში ამოსვლას და ამ პროპბლემებზე საუბარს. დღეს არ არის არც ყვავილების,  არც ზეიმის და არც ბიუჯეტის ხარჯზე გაშლილი ბანკეტების დღე, დავითისა და საქართველოს სადღეგრძელოებით, არამედ უნდა ამოვიდეთ და ყველამ ერთად, მთელმა საქართველომ, მათ შორის ხელისუფლებამ,  გელათი გადავარჩინოთ. თუ გვინდა დავით აღმაშენებელს პატივი მივაგოთ, მისი მემკცვიდრეობა არ უნდა იყოს ამ დღეში" - განაცხადა გიგა შუშანიამ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა