დახარჯული თანხა და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები - ანტიკორუფციული მოძრაობა ხელისუფლებას აკრიტიკებს
იმერეთის ანტიკორუფციული მოძრაობა ადგილობრივ თვითმმართველობას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში და არაკომპეტემტურობაში ადანაშაულებს.
ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელის თემურ ცამციშვილის განცხადებით, სამუშაოები უხარისხოდ სრულდება.
"ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის წინ, სადაც 768 000 ლარის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომლითაც მოეწყო საგზაო უსაფრთხოების მარეგულირებელი გზაჯვარედინი და დაიხაზა ქვეითთა გადასასვლელი ბილიკები, ისევ გადათხრილი, ამჯერად სამუშაოებს საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს, მუვუწოდებთ, გაირკვეს, რატომ დახარჯა მერიამ იმ ქუჩაზე თანხა, სადაც მოკლე ხანში საგზაო დეპსარტამენტი აპირებდა სამუშაოების დაწყებას", -განაცხადა თემურ ცამციშვილმა.
ავტორი: