|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელათის ტაძრის სახურავის 16 პროცენტი დაზიანებულია - ნიკოლოზ ანთიძე

გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინაარე სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურული მეკვიდრეობის სააგენტოს და მუნიციპალური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელებმა შემსეულებელ კომპანიასთან ერთად დაათვალიერეს.

როგორც ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა,  დაზიანება ტაძრის სახურავის მხოლოდ 16 პროცენტზეა, რის აღმოსაფხვრელადაც სამუშაოები მიმდინარეობს.

მისი თქმით, კულტურული ძეგლების რესტავრაციის დროს მცირეოდენი ხარვეზები ჩვეულებრივი მოვლენაა და ასევე განმარტა, რომ ამ ხარვეზების გამო არ დაზიანებულა ფრესკები, დაზიანება აქამდეც აღინიშნებიდა.

შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს,  რომ მიმდინაროებს მეორე ეტპაზე შეტანილი კრამიტის კვლევა და ტაძარზე არსებული ხარვეზები გონივრულ ვადაში გამოსწორდება. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ამ ეტაპზე საკითხი დღის წინაშე არ დგას.

გელათის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2016 წელს დაიწყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა