დაზიანებული „თეთრი ხიდი“ და საფრთხის ქვეშ მყოფი ისტორიული ძეგლები ქუთაისში - რას აცხადებს გიგა შუშანია?
ქუთაისში „თეთრი ხიდი“ ისევ დაზიანებულია და მოქალაქეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს - ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს წევრი აცხადებს.
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის გიგა შუშანიას თქმით, „თეთრი ხიდის“ რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 2018 წელს 500 ათას ლარამდე დაიხარჯა, თუმცა სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა, ხიდი რამდენჯერმე დაზიანდა და მინის ფილები გაბზარულია.
გიგა შუშანია ხიდის ხელახალ რეაბილიტაციასა და იმ ადამიანების დასჯას მოითხოვს, რომლებმაც უხარისხო სამუშაოები ჩაატარეს.
საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი სხვა ისტორიული ძეგლების საფრთხეებზეც ამახვილებს ყურადღებას. შუშანია ამბობს, რომ რეაბილიტაციის შედეგად არა მხოლოდ „თეთრი ხიდი“ დაზიანდა, არამედ ავთენტურობას კარგავს იმერეთის მეფეთა სასახლე „ოქროს ჩარდახი", ასევე გაურკვეველია, შეინარჩუნებს თუ არა ისტორიულ სახეს ცენტრალური ბულვარი, რადგანაც სამუშაოები დაწყებულია, თუმცა პროექტის პრეზენტაცია ჯერ არ მომხდარა.
შუშანიას თქმით, აუცილებელია, პროცესში კომპეტენტური ადამიანები ჩაერთონ.
ავტორი: