|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დიდი შანსია, წნეხი უვიზო მიმოსვლის ნაწილს აღარ შეეხოს! - თორნიკე ბარათაშვილი ევროკავშირის მინისტერიალზე

დიდი შანსია, წნეხი უვიზო მიმოსვლის ნაწილს აღარ შეეხოს! - ამის შესახებ „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი წერს, რითაც ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ შეხვედრას ეხმიანება, სადაც საქართველოს საკითხიც განიხილება. 
როგორც ბარათაშვილი აღნიშნავს, ევროპაში ყველამ კარგად გაიაზრა, ვინ ეღობება წინ ქვყნის დემოკრატიას და სუვერენიტეტს. 
 „ახლახან დავბრუნდი ევროპის დედაქალაქიდან, სადაც მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი პრეზიდენტ მეცოლას, არაერთ ევროპარლამენტარს და ჩვენი ქვეყნის ერთგულ მეგობარს.
დიდი ხანია ცნობილია, რომ ბიძინას ბანდის მიერ დემოკრატიის უკუსვლის და საბოლოოდ გაუქმების საპასუხოდ აქტიურად განიხილებოდა ქართველი ხალხისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი.
თუმცა, ბოლომდე მოხსნილი არ არის, უვიზოს არ გაუქმების ლობისტების (დადასტურებით შემიძლია ვთქვა, რომ მათ შორის პრეზიდენტი მეცოლაც არის) პოზიციას ქართველი ხალხის თავგანწირულმა ბრძოლამ უდიდესი ძალა მისცა და დიდი შანსია, მათი აქტიური მუშაობის შედეგად, წნეხი უვიზო მიმოსვლის ნაწილს აღარ შეეხოს!
ევროპაში ყველამ კარგად გაიაზრა რასთან გვაქვს საქმე და ვინ ეღობება წინ ქვყნის დემოკრატიას და სუვერენიტეტს- სასიამოვნო სიახლეების ეტაპი დგება!", -
რიგითო ქოცო,
თუკი უვიზოს არ გაგიუქმებენ (დიდი შანსია ასე მოხდეს) როცა 37 ევროიან ბილეთს იყიდი და საშოპინგოდ წახვალ, იცოდე, რომ ეს იმ ძვლებდამტვრეული ქართველების დამსახურებით იქნება, შენ რომ ლიბერალ ფაშისტებს ეძახი!
ეს იმ ხალხის ხარჯზე იქნება, რუსთაველზე რომ ღამეებს ათენებს შენი შვილების მომავლისთვისაც, მაშინ როცა შენ იმედის პროპაგანდით თვითგაბრიყვების რესურსს აფართოებ.
ბილეთის აღების დროს არ შეგრცხვება, რადგან ამ გრძნობისგან სრულად გაგათავისუფლა ბიძინა, იგივე პელე, ანუ ექვთიმე ივანაშვილმა, მაგრამ აუცილებლად გეცოდინება, რომ შენი თანამემამულის ნეკნების, თვალების, სისხლის ფასი აქვს შენი ევროპისკენ გასაფრენი ბილეთის ფასს დამატებული", - წერს თორნიკე ბარათაშვილი.

ავტორი: