დილა მშვიდობისა საქართველო, უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ - მიხეილ სააკაშვილი
დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ” - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ამ წარწერით ფოტოს აქვეყნებს. როგორც მან ვიდეომიმართვაში განაცხადა, ის საქართველოშია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აქტიურობისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
"აი, ეს არის ჩემი ბათუმი. 2-ში უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე და მივცეთ ხმა ნაციონალურ მოძრაობას. არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას, რაც ვიღაც მათ სატელიტებს. თუ "ნაციონალური მოძრაობა" არ მოგწონთ, მიეცით ხმა შედარებით პატიოსან, პატარა პარტიებს... ჩვენ უნდა მივიდეთ ორში და ყველამ მივცეთ ხმა. შემდეგ სამში შევიკრიბოთ, რუსთაველი გავავსოთ, თავისუფლების მოედანი და თუ ვიქნებით ასი ათასი ადამიანი, ვერავინ დაგვამარცხებს, საქართველო დაადგება განვითარების გზას.
აბა თქვენ იცით, თქვენ იმედზე ვარ. ხომ ხედავთ, ყველაფერი გავრისკე, ჩემი სოცოცხლეც, თავისუფლებაც, რათა ჩამოვსულიყავი აქ. თქვენგან მხოლოდ ერთი რამ მინდა, მიდით არჩევნებზე, ნუ შეგეშინდებათ, ყველაფერი გამოგვივა. მომავალ შეხვედრამდე, სულ მალე თბილისში", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
ავტორი: ნიუპრესი