"დილიდან ვარ უბნებზე და მხოლოდ ლურჯ ბარათებს ვხედავ"
"დილიდან ვარ უბნებზე და მხოლოდ ლურჯ ბარათებს ვხედავ და ვნახოთ, რამდენად საფუძვლიანი იქნება გიგი უგულავას დაპირება"-განაცხადა "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა არჩილ თალაკვაძემ, რომლის თქმითაც, ვანსა და ხონში არჩევნები მშვიდ, თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს და მოქალაქეების აქტივობა ძალიან მაღალია.
თალაკვაძის განცხადებით, მმართველ პარტიას აქვს მოსახლეობის მხარდაჭერა, რაც ბოლო არჩევნებზეც გამოჩნდა.
"გვაქვს მაღალი მხარდაჭერა, რაც აისახა ბოლო არჩევნებზე. გივი ჭიჭინაძე არის გამოცდილი და საქმიანი ადამიანი. ის მიიღებს მაღალ მხარდაჭერას, დაველოდოთ შედეგებს. გივი ჭიჭინაძე არის მზად შედეგების გამოცხადებისთანავე შეუდგეს მოვალეობის შესრულებას"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მან ასევე კომენტარი გააკეთა ოპონენტის დაზიანებულ ბანერზე და განმარტა, რომ დამნაშავეს აუცილებლად იპოვიან.
"დილით რამდენიმე მოქალაქემ მოგვმართა, რომ გიგი უგულავას სახე აღარ აქვს მთავარ ბანერზე, ძალიან სამწუხაროა, თუმცა არჩევნების საბოლოო შედეგზე ეს ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. იმედია, იპოვიან ადამიანს, ვინც ეს ჩაიდინა.
"ქართული ოცნება" არჩევნებს იგებს პარტიული საქმიანობით და სამუშაოების ხარჯზე, რომელსაც ვანხორციელებთ"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა