|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დღეიდან სესხის გაცემის ახალი რეგულაციები ამოქმედდა

დღეიდან კომერციული ბანკებისთვის ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები ამოქმედდა.

ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციებით, 2018 წლის 7 მაისიდან კომერციულ ბანკებს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა ეზღუდებათ. 

ამასთან, კომერციული ბანკებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციები სწრაფ და ონლაინ სესხებზეც გავრცელდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განმარტა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ჭარბვალიანობის საწინააღმდეგო თამაშის ახალი წესები ყველა ფინანსურ სექტორზე გავრცელდება. ბახტაძის თქმით, ამ პრობლემის წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ, ფინანსური სექტორისთვის ერთიანი რეგულაციების არქონა იყო. 



ავტორი: ნიუპრესი