|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დღეიდან ქარის სიჩქარე მოიკლებს, - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე თანდადან დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი შეწყდება თოვა, - ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს.

„14 იანვარს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო და ქარიანი ამინდი. ქარის სიჩქარე ნელ-ნელა იკლებს და აღარ იქნება გრიგალის კატეგორიის, რომელიც ბოლო სამი დღე ფიქსირდებოდა დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში.

15 იანვრიდან ქარი ჩადგება და 20 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში 14 იანვრის დილამდე შენარჩუნდება ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ზოგან, თოვლიანი ამინდი. შემდგომში, 20 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 17 იანვრამდე ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით -4, -9 გრადუსი დაფიქსირდება. 17 იანვრიდან ყინვა შესუსტდება, დღის ტემპერატურაც +4, +9 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში 14 იანვრის დილამდე შენარჩუნდება ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და თოვლიანი ამინდი. 20 იანვრამდე კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -3, -5 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, დღისით კი +7, +9 გრადუსამდე მოიმატებს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა