|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დღეიდან შიდა ტურიზმი იხსნება - რა წესების დაცვა მოუწევთ ვიზიტორებს?

დღეიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება.  სასტუმროები და დასასვენებელი კომპლექსები უკვე შეძლებენ  სტუმრების მიღებას,  დამთვალიერებლებისთვის იხსნება დაცული ტერიტორიებიც.

დაცული ტერიტტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ყველა ვიზიტორთა ცენტრი განაგრძობს მუშაობას და ვიზიტორთა მიღებას. ვიზიტორებს ახალი კორონავირუსის COVID19-ის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული შეზღუდვების გათვალისწინება მოუწევთ, მათ შორის აუცილებელია პირბადის ტარება.   ვიზიტორთა ცენტრში შესაძლებელია ერთდროულად 5 ვიზიტორის ყოფნა,   ფიზიკური დისტანცია მინიმუმ 2 მეტრი; რეკომენდირებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით.  

ასევე, ვიზიტორთა ცენტრები და ობიექტები აღჭურვილია პრევენციისთვის გათვალისწინებული საშუალებებით. 

იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ეპიდვითარება სტაბილური იქნება, 1 ივლისიდან საქართველო საზღვრებს უცხოელი ტურისტებისთვისაც გახსნის. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა