დღეს 140 საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვლება
დღეს 1-ელ ნოემბერს, 140 საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვლება. საოლქო საარჩევნო კომისიები, 11:00 საათზე, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, სხდომებზე წილისყრით გამოავლენენ ყოველ საარჩევნო ოლქში იმ უბნებს, რომლის შედეგებიც უნდა გადაითვალოს.
ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილის ინიციატივითა და რეკომენდაციით სავალდებულო 5 უბნის ნაცვლად, 7-7 საარჩევნო უბნის გადათვლა მოხდება. ამასთან, ცესკოს თქავმჯდომარის განცხადებით, ამაში იგულისხმება ბატილი ბიულეტენების გადათვლაც, რომლის პროცენტული რაოდენობაც მისი თქმით, მაღალი არაა.
გადათვლის შედეგად დამუშავებული მონაცემები, ასევე ბიულეტენების გადათვლის პროცესის ამსახველი ვიდეომასალა აისახება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
ავტორი: ნიუპრესი