დღეს აღარ ვარ ნამოხვანმჰესის მომხრე, ტექნოლოგიები და ეპოქა შეიცვალა - მიხეილ სააკაშვილი
ვიყავი ნამოხვანჰესის მომხრე, მაგრამ დღეს აღარ ვარ, რადგან ტექნოლოგიები და ეპოქა შეიცვალა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკ ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ვინც მის ციტატებს იშველიებს და აყვედრის, რომ წლების წინ ისიც ნანმოხვანჰესის მომხრე იყო, ახლა კი პოზიცია შეიცვალა. შეახსენებს, რომ , დროსთან ერთად ტექნოლოგიები იცვლება.
"ვინც ჩემს ციტატებს იშველიებს, შევახსენე, რომ მე ვარ ის ადამიანი, ვინც საქართველო გაანათა, ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ტარიფი ჩვენ გვქონდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში..
ის, რაც იყო აქტუალური 15 წლის წინ, აღარ არის აქტუალური დღეს, მე როცა ნამოხვანზე ვლაპარაკობდი, მაშინ ტელეფონი "ნოკია" იყო ყველაზე დიდი ფუფუნება, დღეს არის სულ სხვა ტელეფონი და 5 წელიწადში იქნება სხვა, ზუსტად ასეა ელექტროენერგიის ტექნოლოგიები", - განაცხადა მიხეილ საკაშვილმა.
მისი თქმით, ეს ხალხი მისი მხარდაჭერი არ არის, მაგრამ ეს არ უშლის ხელს იმის თქმაში, რომ ამ ადამიანებს არასწორად ექცევიან.
ავტორი: ნიუპრესი